ლიბერალური მასმედია რუსეთის და ბელარუსის დისკრედიტაციას ერთდროულად ცდილობს

ანტირუსული მასმედია საქართველოში კმაყოფილებას ვერ მალავს. „რუსეთი მეორე ადგილზე გავიდა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით და უკან ჩამოიტოვა ესპანეთი“- ასეთი და მსგავსი სათაურებით აჭრელდა ინტერნეტი, გაივსო ტელეეთერი.

ლიბერალური მასმედია რუსეთის და ბელარუსის დისკრედიტაციას ერთდროულად ცდილობს

რა თქმა უნდა, აქ დაზუსტება არ ხდება, რომ რუსეთი „მეორე ადგილზე“ იმდენად „გავიდა“, რამდენადაც ჩატარებული ტესტების რაოდენობამ და დაავადების გამოვლენამ იმატა მთავრობის მიერ გატარებული ენერგიული ზომების შედეგად. განსაკუთრებული გულდასმით სოროსული მედიები მალავენ, რომ ესპანეთისგან განსხვავებით, სადაც, ესპანელებისვე მონაცემებით (თუკი ისინი თავად სწორად ავრცელებენ ამ მონაცემებს), „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა შორის სიკვდილიანობა 12%-ს შეადგენს (228 ათასი ინფიცირებულიდან 26900 გარდაცვლილი), ხოლო რუსეთში 1%-ზე ნაკლებია (242200 ინფიცირებულიდან 2200 გარდაცვლილი)!

მთავარი ხომ რუსოფობიის თესვაა, ამიტომ, რუსეთი, 9 მაისს არჩატარებული სამხედრო აღლუმის ფონზე, ამ უსინდისო მასმედიის მცდელობების შედეგად, ბოლომდე უნდა „გაშავდეს“. საქართველოს მოსახლეობას უნდა მიეწოდოს აზრი, რომ რუსეთი ვერც ეპიდემიას უმკლავდება ნორმალურად და ვერც სხვა დასახულ მიზნებს აღწევს.

ეს ყველაფერი გასაგებია, არის სოროსული ანტირუსული დაკვეთა, მაგრამ საინტერესოა, იგივე მასმედია რას ერჩის ბელარუსს, ვინაიდან, რუსეთსა და ბელარუსს შორის დღეს გარკვეული სირთულეები არსებობს კომუნიკაციის თვალსაზრისით. გამომდინარე აქედან, სოროსული მასმედია, ლოგიკით, ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს არ უნდა უტევდეს, რადგან იგი რუსეთის პოლიტიკის გამტარებლად არ გვევლინება. მაგრამ სოროსული მასმედიის მავნებლობა მხოლოდ ანტირუსული „ნარატივებით“ როდი შემოიფარგლება. სოროსელებს ყელზე დაადგათ ბელარუსული სახელმწიფოს სათავეში მყოფი არალიბერალი ლიდერის მიერ გატარებული ლიბერალური მიდგომა ვირუსთან ბრძოლაში და, განსაკუთრებით, 9 მაისის აღლუმის გამართვა, სადაც ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიის გადაწერა არ უნდა მოხდეს და მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში.

აი ამას ვერ და არ აპატიებენ სოროსელები ლუკაშენკოს. ბელარუსი დღეს მათ წარმოსახვაში ისეთივე დიდი მტერია, როგორც რუსეთი. სოროსული ლიბერალიზმის თანახმად, არა მხოლოდ რუსეთი, როგორც სახელმწიფო არის საშიში, არამედ ის იდეალები, რომლებსაც რუსეთი ატარებს და რომლებიც დაიცვეს ბელარუსებმა. ამიტომ, ლიბერალური მასმედია შიგადაშიგ თავს ესხმის ბელარუსიაში ჩატარებულ სამხედრო აღლუმს და ბელარუსიაში დაავადებულთა რიცხვის „მკვეთრად მატებაზე“ და დიდ საფრთხეებზე საუბრობს. სინამდვილეში კი, ბელარუსიაში „კოვიდ-19“-ით განპირობებული სიკვდილიანობა მხოლოდ 0,5%-ს შეადგენს (25800 ინფიცირებულიდან მხოლოდ 149 გარდაცვლილი) და ამ მაჩვენებლით თავის სამეზობლოში საუკეთესო პოზიციაზეა (ლიტვაში 3,3% სიკვდილიანობაა, ლატვიაში 1,9%, პოლონეთში 5%, უკრაინაში 2,6%)!

ასე და ამრიგად, დღესდღეობით მიმდინარეობს იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული ომი, რომელიც რუსეთსა და ყველა სხვა თავისუფლებისმოყვარულ ერებს სწორედ დასავლურმა ნეოლიბერალიზმმა გამოუცხადა.