მსოფლიო პირველ ტრილიონერს ელოდება – 2026 წლისთვის

ეკონომისტები, კერძოდ, მცირე ბიზნესის სერვისების ანალიტიკოსები, მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში 2026 წლისათვის ერთ-ერთი ბიზნესმენი, აშშ დოლარების ექვივალენტში, პირველ ტრილიონს დააგროვებს. მისი სახელიც ცნობილია.

მსოფლიო პირველ ტრილიონერს ელოდება - 2026 წლისთვის

ეს გახლავთ ინტერნეტ-ვაჭრობის უდიდესი ქსელის, Amazon-ის დამაარსებელი, აშშ-ის მოქალაქე ჯეფ ბეზოსი, იუწყება გამოცემა Comparisun.

ამჟამად ბეზოსი 144 მილიარდი დოლარის მფლობელია. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მოთხოვნა ინტერნეტ-ვაჭრობაზე იზრდება და, შესაბამისად, სწრაფ გამდიდრებას აგრძელებს ბეზოსის კომპანიაც, რომლის აქციები ფასში მუდმივად მატულობს.

ბოლო 1 წლის მანძილზე ბიზნესმენის ქონება 29,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა.