ამერიკელი ინტერნეტ-მონოპოლისტები დამოუკიდებელი ინფორმაციების გავრცელებას აფერხებენ

დღეს, ყოველგვარი პრეტენზიის წარდგენის გარეშე, ვიდეოპორტალმა YouTube-მა დაბლოკა News-Front-ის არხი, რომელიც 5-ნახევარი წელიწადია, რაც ფუნქციონირებს, 450 ათასი ხელმომწერი ჰყავს და ამ ხნის მანძილზე 500 მილიონი ნახვა აქვს.

ამერიკელი ინტერნეტ-მონოპოლისტები დამოუკიდებელი ინფორმაციების გავრცელებას აფერხებენ

დღეის მდგომარეობით, არხს არ ჰქონია არც ერთი გაფრთხილება, პორტალის წესების დარღვევის გამო.

„ნიუსფრონტის“ არხთან ერთად, დაბლოკეს არხები Anna News და Крым24.

სიმართლისა და ნებისმიერი ალტერნატიული აზრის მიმართ დასავლეთის მანიაკალური შიში იწვევს ამ დაბლოკვებს და დახურვებს, სხვა გზა მათ, როგორც ჩანს, ვერ ნახეს!

თუკი ოფიციალურად დარეგისტრირებულ მასმედიას არ ეძლევა საშუალება, იმუშაოს „ფეისბუკის“, „იუტუბის“ და „გუგლის“ პლატფორმებზე, თუკი იხურება ოფიციალური სახელმწიფო პირების ექაუნტები, მაგრამ ამასთან, კომფორტული პირობები ექმნება მავნებელ, ანტისახელმწიფოებრივ და მტრულ პროპაგანდას,  მაშ იქნებ ღირდეს, დაისვას საკითხი, რუსეთში ამგვარი სერვისების გაუქმებასთან დაკავშირებით?

 

კონსტანტინ კნირიკი,

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო News Front-ის ხელმძღვანელი

P. S. მოსკოვის საქალაქო სასამართლოში Youtube-ს არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო კომპანია Ontarget-მა ვიდეოპორტალის მფლობელ Google LLC-ის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. ამერიკულ კომპანიას თავხედობა, შესაძლოა, რუსეთში მუშაობის აკრძალვად დაუჯდეს.