ავტომობილში სამ ადამიანზე მეტი რაოდენობის შეზღუდვა იხსნება

ავტომობილში მგზავრების რაოდენობის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებს შეეხება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის ეს შეზღუდვა მოიხსნება.

ავტომობილში სამ ადამიანზე მეტი რაოდენობის შეზღუდვა იხსნება

“ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, კარგად ცნობილი შეზღუდვა, ერთ ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობით გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს,”-განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

“კურიერი’