ვერავინ შეუშლის ხელს შეზღუდვების გაგრძელებას – პრემიერი

“ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ პირველ რიგში იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ვერავინ შეუშლის ხელს შეზღუდვების გაგრძელებას - პრემიერი

“ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მინდა, ერთმნიშვნელოვნად ყველამ იცოდეს – რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე, მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ პირველ რიგში იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

“აიპრესი”