ამერიკა – ჩინეთის დაპირისპირება მძაფრდება: ახალი სანქციები ჩინური კომპანიების წინააღმდეგ

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ სანქციები კიდევ 33 ჩინურ კომპანიას დაუწესა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამერიკა - ჩინეთის დაპირისპირება მძაფრდება: ახალი სანქციები ჩინური კომპანიების წინააღმდეგ

სამინისტროს ცნობით, ე.წ. შავ სიაში შეტანილი 24 ორგანიზაცია აშშ-ის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.

გარდა ამისა, სასანქციო სიაში მოხვდა კიდევ 9 ჩინური ორგანიზაცია, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან შემჩნეულები.

imedinews.ge