კინზინგერი ქართველ “მურიებს” რუსეთის წინააღმდეგ აქეზებს

კონგრესმენი კინზინგერი სწრაფად ყალიბდება საქართველოს ოფიციალურ კურატორ-გუბერნატორად. მას ყველა ეკითხება აზრს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. კინზინგერმა ამჟამად ამერიკის ხმასთან ინტერვიუში გამოიჩინა თავი.

კინზინგერი ქართველ "მურიებს" რუსეთის წინააღმდეგ აქეზებს

რაც მთავარია, ამერიკელი კურატორი აგრძელებს საქართველოს წაქეზებას რუსეთის წინააღმდეგ, რაც საქართველოსთვის დამანგრეველია, სამაგიეროდ, საშუალებას აძლევს ვაშინგტონს, გარკვეული უპირატესობა მიიღოს რუსეთთან სტრატეგიულ დიპლომატიურ ჭიდილში:

“როგორც ევროპელ ლიდერებს ვუთხარი ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, დროა, ორმაგად უფრო ჩართულები ვიყოთ საქართველოში, რათა რუსეთს ჩვენი ბულინგის საშუალება არ მივცეთ. ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატოში მივიღოთ. ისეთმა სუსტმა ქვეყანამ, რომელსაც რუსეთი ჰქვია, ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს” – ამბობს კინზინგერი ინტერვიუს დასასრულს.