თბილისის ანძა რუსეთის დროშის ფერებშიც განათდეს – მიმართავენ კალაძეს

თბილისის მრავალტანჯული სატელევიზიო ანძა ყოველ საღამოს სხვადასხვა ქვეყნების დროშების ფერებში ნათდება, ბოლოს კინაღამ “ლგბტ”-ის დროშის ფერებშიც გაგვინათდა, რომ არა თურქმენეთის ეროვნული დღესასწაული. ამიტომ, რუსეთმა რაღა დააშავა, ოკუპანტი ოკუპანტად, მაგრამ ანძის განათება კი შეიძლება რუსეთის დროშის ფერებშიო.

თბილისის ანძა რუსეთის დროშის ფერებშიც განათდეს - მიმართავენ კალაძეს

ასე ფიქრობს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ჯანყარაშვილი, რომელმაც ფრიად გაბედული მიმართვა გააკეთა თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ:

Kakha Kaladze კახა კალაძე – ანძა ავანთოთ რუსეთის დროშის ფერებში და ამით ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ, ჩვენთვის რუს ერს არაფერი დაუშავებია და ვფიქრობ იმსახურებენ მეგობრული სოლიდარობის ჟესტს !!!
დღეს რუსეთის ფერებში ავანთოთ და ხვალ – ბრაზილიის !!!

მიდი, კალა, მაქსიმუმ ნაცებმა და ლგბტ-პელენწიკებმა დაიწყონ კივილი და მორჩება …
ჩვენი მხრიდან კი ღირსეული ნაბიჯი იქნება…” – აღნიშნავს ირაკლი ჯანყარაშვილი სოციალურ ქსელში.