უამინდობის გამო საქართველოს მასშტაბით დაზიანდა 13 ავტომობილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, 260 შეტყობინება დაფიქსირდა, აქედან 240 – თბილისში. არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა მოქალაქეების დაშავება ან დაზიანება.

უამინდობის გამო საქართველოს მასშტაბით დაზიანდა 13 ავტომობილი

 

შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა. ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში, დაზიანდა 13 ავტომობილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ​ცნობითმეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე მოახდინეს რეაგირება და შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო ადგილობრივი მუნიციპალური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური.

 

 

 

“კურიერი”