ირანი აშშ-ის მიმართ შურისძიების პოლიტიკას გააგრძელებს – ღალიბაფი

ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის (მაჯლისის) ახალმა თავმჯდომარემ, მოჰამად ბაგერ ღალიბაფმა სააგენტო “ტასნიმთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის სტრატეგია ამერიკის მიმართ არ შეიცვლება:

ირანი აშშ-ის მიმართ შურისძიების პოლიტიკას გააგრძელებს - ღალიბაფი

“ჩვენი სტრატეგია შეერთებული შტატების მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ დავასრულოთ შურისძიება გენერალ სოლეიმანის დაღვრილი სისხლის გამო (შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში ერაყში ირანის უშიშროების თავკაცი, გენერალი სოლეიმანი, თანმხლებ პირებთან ერთად, ამერიკულმა დრონმა გაანადგურა, რასაც ვითარების დაძაბვა და ირანის მხრიდან ერაყში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვა მოჰყვა, ათეულობით ამერიკელი დაშავდა – “ნიუსფრონტის” შენიშვნა). საქმე, რომელიც დავიწყეთ აინ-ელ-ასადის ბაზაზე იერიშით, გაგრძელდება და რეგიონიდან ამერიკული ჯარების სრული გაძევებით დასრულდება” – აღნიშნა ღალიბაფმა სააგენტოსთან საუბარში.

პარლამენტის ახალი თავმჯდომარე მიუღებლად მიიჩნევს ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებსა და კომპრომისებს. ეს, მისი თქმით, უსარგებლო და მავნე ქმედება იქნებოდა.