მუხლით გაგუდულ ფლოიდს პოლიციელებმა მუხლზე დგომითვე “პატივი მიაგეს”

აშშ-ში, მაიამის პოლიციის ოფიცრებმა მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მუხლმოდრეკილებმა მიაგეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მუხლით გაგუდულ ფლოიდს პოლიციელებმა მუხლზე დგომითვე "პატივი მიაგეს"

დემონსტრანტები, რომლებიც მკვლელობას აპროტესტებენ და სამართალდამცველები, ქუჩაში ერთად იდგნენ. მანამდე კი პოლიციელებმა 50-მდე დემონსტრანტი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მსგავსი პოზით (იხ. სურათი ზემოთ) – მსხვერპლის კისერზე მუხლის დაბჯენით, პოლიციელმა გაგუდა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი (იხ. სურათი ქვემოთ), რომელიც ეჭვმიტანილი იყო იმაში, რომ მაღაზიაში ფულის ყალბი კუპიურები გამოიყენა, მაგრამ ძალადობაში არ ყოფილა შემჩნეული და, ასფალტზე დაგდებული, ეუბნებოდა პოლიციელს, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო ( “ნიუსფრონტის” შენიშვნა).

მუხლით გაგუდულ ფლოიდს პოლიციელებმა მუხლზე დგომითვე "პატივი მიაგეს"

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

 

წყარო: imedinews.ge