ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული – უმძიმესი ავარია მარნეულში

უმძიმესი ავარია მარნეულში – სოფელ მარადისთან შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი არასრულწლოვანი და ერთი ზრდასრული კაცი კი დაშავდნენ.

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული – უმძიმესი ავარია მარნეულში

დაშავებულები, სხეულის მძიმე დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთმანეთს “ოპელ ასტრა” და “ფორდის” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

ნიუპოსტი