მნიშვნელოვნია, დანარჩენი ოლქების საკითხზეც გაგრძელდეს კონსულტაცია”- აბესაძე ენმ-ის ინიციატივაზე

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების შეთანხმება კონკრეტულ კონტურებს იძენს და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საარჩევნო ოლქებზე შეთანხმება მიღწეული იქნება.

მნიშვნელოვნია, დანარჩენი ოლქების საკითხზეც გაგრძელდეს კონსულტაცია"- აბესაძე ენმ-ის ინიციატივაზე

თუმცა, ამავდროულად, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, დანარჩენი საარჩევნო ოლქების საკითხზეც გაგრძელდეს კონსულტაცია და ასევე, ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება შედგეს, რაც პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მნიშვნელოვანი წინაპირობა უნდა გახდეს… გუშინ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსირა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს დაარჩენილი საარჩევნო ოლქებისა და ერთიანი კანიდატურის დასახელებაში. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი სხვა საარჩევნო ოლქებზეც გავრცელდეს და ოლქების უმრავლესობაში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება შედგეს. თბილისის საარჩევნო ოლქებზე დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაცია გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში, შეთანხმება შედგება. კონკრეტულ დეტალებს, თუ რამდენი ოლქი ექნება პარტიას და ვინ იქნებიან მისი კანდიდატები, მხოლოდ შეთანხმების შემდეგ გავაჟღერებთ“,-აცხადებს ირაკლი აბესაძე.„ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა” თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს თმობს.

 

 

“ნიუპოსტი”