გთხოვთ, მოარიდოთ ბავშვი ბებიებს და ბაბუებს – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა:

გთხოვთ, მოარიდოთ ბავშვი ბებიებს და ბაბუებს - იმნაძე

„ახლა ერთ ძალიან ცუდ რამეს ვიტყვი, მერე ალბათ კიდევ მეჩხუბებიან.

მე მესმის, რომ ბავშვი შეიძლება ვერ გააჩერო და სხვა ბავშვებთან ითამაშოს.

მაშინ, როდესაც ბავშვი დაბრუნდება სახლში, ძალიან გთხოვთ, მოარიდოთ ხოლმე ბებიებს და ბაბუებს“

და ბიძიებს და დეიდებს?

ხანდაზმულ პედაგოგებს?

ასაკოვან კონსულტანტებს?

და ვისაც გვიან ასაკში მისცა უფალმა შვილი, ან აიყვანა და ახლა ხანდაზმულია, მაგრამ მცირეწლოვანის დედა ან მამა? – ამ შემთხვევაში დედ-მამასაც მოერიდოს ბავშვი, ბატონო პაატა?

და რა აზრის აქვს რომ მოვარიდოთ ბებიებს და ბაბუებს, კონდიციონერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას და სახლში შეგიძლიათ კონდიციონერის ჩართვა არ გიშლით, ერთი კლასტერი ხართო, გვითხარით დღეს, შესაბამისად, კონდიციონერი თუ ჩართული გვექნება, მოვარიდებთ თუ არა, სულ ერთი არ არის?

და უამრავი კვლევა რომ დაიდო, ბავშვები ძალიან იშვიათად არიან გამავრცელებლები და ტყუილად ვარიდებდით ხანდაზმულებსო – არც ეგაა არაფერ შუაში?

ისე ამას წინათ ერთი ფოტო დაიდო, ახალგაზრდა და არც ისე ახალგაზრდა ექიმები, ასე თვრამეტნი ერთად, დისტანცირების გარეშე, პირბადეების გარეშე, მორიდების გარეშე… თქვენც იყავით იმ ფოტოზე…

რა ვიცი, მაინც და მაინც შვილიშვილისგან თუ გადადის, გვითხარით, თუ არადა, მინიმუმ უცნაურია…

“ალია”