პანდემიის გამო ჩაკეტილ სოფელ გეტაში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პაკეტი გადაეცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში წითელ ზონად ამ დრომდე სოფელი გეტა და მუშევენი რჩება. დღეს გეტაში მცხოვრებ 160 ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სასურსათო პაკეტები გადასცა.

პანდემიის გამო ჩაკეტილ სოფელ გეტაში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პაკეტი გადაეცა

პაკეტები ჩაკეტილ სოფელში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით დაარიგეს.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთ წითელ ზონაში, სოფელ მუშევანში, მუნიციპალიტეტმა სასურსათო პაკეტები უკვე დაარიგა.

„დღეს სოფელ გეტაში ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი სასურსათო პაკეტები გადავეცით. სოფელი კორონავირუსის პანდემიის გამო დღემდე მკაცრ საკარანტინო ზონად რჩება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მოსახლეობის დახმარება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში სოფელს წითელი ზონის სტატუსი მოეხსნება, გეტას გახსნის საკითხი არსებულ ეპიდსიტუაცუაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

 

“იმედინიუსი”