პოსტკრიზისული სტრატეგია მზადების პროცესშია და გვაძლევს საფუძველს, რომ 2021 წელი პოზიტიური იქნება

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, 2020 წლის მარტსა და აპრილში ეკონომიკის ვარდა ლოგიკური იყო.

პოსტკრიზისული სტრატეგია მზადების პროცესშია და გვაძლევს საფუძველს, რომ 2021 წელი პოზიტიური იქნება

„ის ნეგატიური მონაცემები რაც ჩვენ მარტსა და აპრილში გვქონდა არის გლობალური კრიზისით და პანდემიით გამოწვეული. სწორედ ამ თვეებში ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ მობილობა და ეკონომიკური აქტივობა. იმის გამო რომ არ დაგვეშვა ეპიდემიის გავრცელება და პრევენციული ზომები გამოგვეყენებინა“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ობიექტური სახით, თუ რა ვითარებაა ჩვენს ეკონომიკაში, გლობალური პანდემიის ფონზე ივლისის სტატისტიკაში გამოჩნდება. „ჩვენ ეტაპობრივად გავხსენით ეკონომიკა, მაგრამ რა თქმა უნდა ნეგატიური ზემოქმედება იქნება. შემაკავებელი ზომები აღარ იარსებებს და იქნება გავლენა გლობალური ეკონომიკური კრიზისის. რა თქმა უნდა ესეც ნეგატიური თვეები იქნება“, – აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, პოსტკრიზისული სტრატეგია, რომელიც მზადების პროცესშია და მალე იქნება გასაჯაროებული, იძლევა იმის საფუძველს, რომ 2021 წელი პოზიტიური იქნება. „სწორედ ასე წინასწარმეტყველებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ერთ-ერთი კონსერვატიული მსაჯული აკვირდება რა პროცესებს ხედავს მთავრობის ძალისხმევას,სტრუქტურული რეფორმებიც არ გაგვიჩერებია ამ მძიმე პერიოდში. მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ვინარჩუნებთ, მაქსიმალურად სოციალურ პოლიტიკას ვაძლიერებთ, ვეხმარებით დაზარალებულ ადამიანებსა და ინდუსტრიებს. ეს ყველაფერი აისახება იმაში, რომ 2021 წელი იქნება ეკონომიკური ზრდის წელი“, – განაცხდა ნათია თურნავამ.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკა -16%-ით შემცირდა.

 

 

“იმედინიუსი”