შეზღუდვების მოხსნას საქართველოში ეპიდსიტუაციაზე ნეგატიური გავლენა არ ჰქონია

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას საქართველოში ეპიდსიტუაციაზე ნეგატიური გავლენა არ ჰქონია.

შეზღუდვების მოხსნას საქართველოში ეპიდსიტუაციაზე ნეგატიური გავლენა არ ჰქონია

ამის შესახებ  „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“  ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ  ამ მხრივ, საქართველო მეზობელი სახელმწიფოებისგან განსხვავდება.

“ზოგადად, შეზღუდვების მოხსნა დაკავშირებულია დიდ რისკებთან, ასე იყო აფრანგეთში, როდესაც სკოლები მოიხსნა და დაიხურა, გერმანიაში, როდესაც შეზღუდვები მოიხსნა, დაავადებამ მოიმატა. თქვენ ხედავთ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები მოიხსნა და რაღაც კატასტროფა ხდება. დღეში ჰყავთ იმაზე მეტი ავადმყოფი ვიდრე ჩვენ 3 თვის განმავლობაში დაგვიგროვდა. ღმერთმა არ ქნას ასეთი სცენარი.  მაგრამ ჩვენთან, საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ჯერჯერობით არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ისევ გრძელდება ერთეული შემთხვევები, რაც იქნება“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე თქმით,  რამდენიმე დღის წინ გამოვლენილი 26 ახალი შემთხვევა ძველ კლასტერს უკავშირდება და შეზღუდვების მოხსნას არ უკავშირდებოდა.

 

 

 

“აიპრესი”