არის თუ არა უკრაინა მეძავი ქალი?! – ახლა ზელენსკის რცხვენია

უკრაინის პრეზიდენტს თავისი ზოგიერთი ხუმრობის გამო რცხვენია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინსკაია პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

არის თუ არა უკრაინა მეძავი ქალი?! - ახლა ზელენსკის რცხვენია

„გულწრფელად გეტყვით, თუ მაყურებელმა ჩემი ხუმრობა ისე აღიქვა, თითქოს უკრაინას მეძავ ქალს ვადარებდი, ამის გამო მრცხვენია. მაგრამ ხუმრობა სხვა რამეზე იყო. მე მხედველობაში უკრაინის ფინანსური დამოკიდებულება მქონდა. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა ვიყოთ და არავის მივცეთ უფლება, გვმართოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტად არჩევამდე გადაცემაში „კვარტალი 95“ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა გერმანული პორნოფილმების მსახიობ ქალს შეადარა. საერთაშორისო კრედიტების თემაზე მან იხუმრა, რომ „უკრაინა გერმანული პორნოფილმების მსახიობს ჰგავს, რომელიც ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი რაოდენობით იღებს“.

 

წყარო: “იმედინიუსი”