13 “განრისხებული კონგრესმენი”: ბიძინა ივანიშვილი პუტინთან თანამშრომლობს!

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ამერიკელი კონგრესმენების “ლობისტური” დაფინანსება შეწყვიტა, მათ სულ “აიშვეს” და სერიოზულ პრობლემებს უქმნიან “პროდასავლურ ხელისუფლებას”.

13 "განრისხებული კონგრესმენი": ბიძინა ივანიშვილი პუტინთან თანამშრომლობს!

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკურმა კვლევის კომიტეტმა (RSC) აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

დოკუმენტში წერია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშაოს ანგარიში, სადაც ჩამოთვლილი იქნებიან კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის სამხედრო აგრესიას აფინანსებენ.

“რუსეთზე დაკისრებული სანქციები ასევე უნდა ვრცელდებოდეს მისი დეზინფორმაციის კამპანიების ლიდერებზეც. მაგალითად, ეს გამოიწვევს სანქციების დაწესებას ისეთ ახალ ავტორიტეტებზე, როგორიც არის ვლადიმირ ევტუშენკოვი, რუსლი მილიარდერი და ოლიგარქი. ამასთან, უკვე არსებული სანქციები საკმარისად არ არის მიმართული პუტინის იმ უცხოელი ხელქვეითების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტს.

ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის მხრიდან საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. აგრეთვე ვიქტორ მედვედჩუკი, პრო-რუსი ოლიგარქი და რუსეთის მარიიონეტი უკრაინაში, რომელმაც რუსეთის ძალისხმევით აქტიურად გამოიყენა თავისი მედია-იმპერია, რათა უკრაინის შიგნით საზიანო დეზინფორმაცია გაევრცელებინა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში, სადაც ჩამოთვლილი იქნებიან კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქები, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას, მოკავშირე და დაქირავებული არმიების საშუალებით.” – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტს 13 კონგრესმენი აწერს ხელს: რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი; ჯო უილსონი; რობ უიტმენი; ენ ვაგნერი; ალექს მუნი; დონ ბეიკონი; ჯეკ ბერგმანი; ნილ დანი; კლეი ჰიგინსი; რალფ ნორმანი; დენ კრენშოუ; ბრაიან სტაილი და მაიკლ უოლტსი.

აღნიშნულ ანგარიშს აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრი მარკუეინ მალინი გამოეხმაურა, რომელიც Twitter-ის თავის ანგარიშზე წერს, რომ რუსეთის აგრესია და პუტინის ურთიერთობები საქართველოში უნდა შეწყდეს.

 

წყარო: ipress.ge