ციხელაშვილი მთავრობას გიჟად რაცხავს – ციხელაშვილი ელჩად დაინიშნა. რატომ?

“საქინფორმის” მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ღია წერილით მიმართავს პრემიერმინისტრს და ყურადღებას ამახვილებს იმ მავნე მოვლენაზე, რასაც “ნაცების” მხარეს მოქმედი რუსოფობი თანამდებობის პირების წახალისება ჰქვია. საქმე ამჯერად “შერიგების” ყოფილ მინისტრს,  ავსტრიასა და ავსტრიის დედაქალაქში აკრედიტებულ უცხოურ ორგანიზაციებთან ელჩად მივლინებულ ქეთევან ციხელაშვილს ეხება. გთავაზობთ ხიდირბეგიშვილის მიმართვას, საინტერესო ფაქტებით:

ციხელაშვილი მთავრობას გიჟად რაცხავს - ციხელაშვილი ელჩად დაინიშნა. რატომ?

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

საქართველოში არსებული პრობლემების ფონზე, ქართველი საზოგადოება, სამწუხაროდ, მიეჩვია იმ აზრს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ყველაფერი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, მხოლოდ რუსეთის ფედერაციაზეა დამოკიდებული. ამით აიხსნება პესიმიზმი და ინტერესის ნაკლებობა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის საქმიანობისადმი, კერძოდ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიმართ.

თქვენგან და სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, რომელთაც აქტიურად აქებენ, ან მკაცრად აკრიტიკებენ, საქართველოს მოქალაქეებს არასოდეს აინტერესებდათ ქეთევან ციხელაშვილის საკმაოდ უცნაური ფიგურა – ის დაინიშნა თანამდებობაზე, რომელიც, ლოგიკურად, უნდა ეკავოს ყველა მხარისთვის კარგად ნაცნობი და მისაღებ პირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეარიგებს სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში ქართველებს აფხაზებსა და ოსებთან?!

ნაკლებად აინტერესებდა ამ მინისტრის საქმიანობა საქინფორმსაც – რუსოფობიით დაავადებული ადამიანისთვის უსარგებლოა რეკომენდაციების მიცემა და დახმარება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ციხელაშვილს ავსტრიაშიელჩად დანიშვნა გადაწყდა, რომლის პარტნიორობაც საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, ჩემს მოვალეობად მივიჩნიე გაცნობოთ რამდენიმე ფაქტი, რომლებიც, ჩემი აზრით, საკმარის საფუძველს წარმოადგენს დიპლომატიურ სამუშაოზე მისი გადაყვანის გაუქმებას.

   პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მისი გახმაურებული განცხადებები შემაჯამებელ პრესკონფერენციაზესახელმწიფო მინისტრის პოსტზე ვითომდა მიღწეული წარმატებების შესახებ, სიცრუეა. დაეყრდნო რა ინფორმაციის გაუგებარ “საიდუმლოებს” (?!), ქეთევან ციხელაშვილს კონკრეტულად არ დასახელებია არც ერთი, თუნდაც მცირე, მიღწევა და არცერთი კონკრეტული აფხაზი ან ოსი, რომელთანაც მან სანდო არაფორმალური კონტაქტის დამყარება მოახერხა. სინამდვილეში – იმიტომ, რომ ასეთი კონტაქტები არ ყოფილა! (რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა ათეულ საერთაშორისო დამკვირვებელთან ერთად, რა თქმა უნდა, არ ითვლება).

     როგორც ხვდებით, ბატონო გიორგი, ზემო და ქვემონათქვამი არა მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა, ამას ვამბობ, როგორც საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელსაც თავისი 10წლიანი არსებობისას, ციხელაშვილისგან განსხვავებით, არ შეუწყვეტია კომუნიკაცია აფხაზებსა და ოსებთან. საინტერესოა, თუ 8-წლიანი მუშაობის განმავლობაში მან ვერ შეძლო დიალოგის დამყარება სოხუმსა და ცხინვალთან, როგორ შეძლებს იგი დიალოგის ხელშეწყობას საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის, ასევე – საკმაოდ სოლიდური ქართული დიასპორის, იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების უფლებების დაცვას?!

     სინამდვილეში, სწორედ ქეთევან ციხელაშვილის მუშაობის პერიოდში, ჩვენი ურთიერთობა აფხაზებსა და ოსებთან საბოლოოდ ჩიხში მოექცა, და IPRM-ის ფორმატიც კი, რომელიც ასე თუ ისე, კომუნიკაციის საშუალებას გვაძლევდა, ჩავარდა. სწორედ ციხელაშვილის უნიჭო საქმიანობის წყალობით დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქართველებისთვის მიუდგომელ ციხესიმაგრედ იქცა – დაჩქარებული ტემპებით განახლდა ე.წ. ბორდერიზაცია, ​​ადამიანების გატაცება, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ გამყოფი ხაზის მიღმა, იქცა ყოველდღიურ რეალობად, ხშირად – ფატალური დასასრულითაც. მიზანმიმართული მავნებლობაა ეს, თუ პროფესიული უნარობა – მე კი არა, კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ. თქვენი მონაწილეობით შემუშავებული სტრატეგია “ჩართულობა თანამშრომლობის გზით ” და კომპლექსური პრაგმატული გეგმა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ასევე წარუმატებლად დასრულდა.

         ბატონო პრემიერ-მინისტრო!

გულწრფელად და ღიად გიცხადებთ – ინიციატივას ცხინვალის მოსახლეობის ჩართვის შესახებ დასავლეთის ქვეყნების (პირველ რიგში აშშ და დიდი ბრიტანეთის) მიერ დაფინასებული პროგრამის – ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებში, არ აქვს წარმატებით განხორციელების პერსპექტივა, რადგან გამოყოფილი თანხები ხშირად მიზნობრივად არ იხარჯება და მასზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების ამ თანხებს იტაცებენ კიდეც! ამავე მიზეზით, სახელმწიფო სტრატეგიამ ჩართულობა თანამშრომლობის გზით” მიზანს ვერ მიაღწია. პროგრამა ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ითვალისწინებს აფხაზებისა და ოსებისთვის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური უპირატესობების უზრუნველყოფასსაქართველოს მოქალაქეებისთვის აღნიშნული დახმარების ხარჯზე. ამიტომ, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებები, რომელმაც დატოვა სახელმწიფო მინისტრის პოსტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ვითომდა მიღწეული წარმატებების შესახებ, აფხაზებსა და ოსებთან კონტაქტების დამყარებაში, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, რომ მიჩქმალოს მისი წარუმატებელი მუშაობის შედეგები. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ჩვენი ურთიერთობები აფხაზება და ოსებთან საბოლოოდ ჩიხში მოექცა. მოგეხსენებათ, ერგნეთში შეხვედრებიც კი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით, რომლებიც წინა წლებში რეგულარულად ტარდებოდა, ახლა შეჩერებულია. ეს საშუალებას იძლეოდა მსჯელობის საგნად ქცეულიყო და ზოგჯერ გადჭრილიოყო კიდეც პოსტკონფლიქტური დარეგულირების ზონაში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები.

ყოველივე ეს მეტყველებს, რომ ზემოხსენებული სახელმწიფო სტრატეგიითა და პროგრამით განსაზღვრული ვექტორი იმთავითვე მცდარად იქნა შერჩეული, რამაც განაპირობა რაიმე დადებითი ტენდენციის კანონზომიერი არარსებობა.

დაბოლოს: თუ ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც ვერ გამოდგა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე, მაინც დაინიშნება ავსტრიაში ელჩად იმ მიზეზით, რომ მისი ქმარი მდიდარი გერმანელია, მაშინ ეს ორმაგად არასწორი იქნება, რადგან გერმანელები, როგორც მოგეხსენებათ, განსხვავებულები არიან. არმნ ენლოერი ცინიკურად უყურებს საქართველოს, ქართველებს და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, დასცინის ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, კათოლიკოს-პატრიარქს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასყველა ჩვენგანი მიაჩნია ჩამორჩენილ არადექვატურ ბნელეთი მოციქულად, რომლებისთვისაც უცხოა “დასავლური ფასეულობები”. მარტის დასაწყისში, გაგანია კორონავირუსის პანდემიის დროს, როდესაც ქართველი ხალხი მადლობას უხდიდა საქართველოს მთავრობას და პირადად თქვენბატონო გიორგი, რომ საქართველო COVID 19 ეპიდემიისგან გადაარჩინეთრომელიც მაშინ განსაკუთრებით მძვინვარებდა ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, ეს ლოი თავის Facebook-გვერდზე ქართველებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აქეზებდა, რადგან ამ ქვეყნებიდან ჩამოსულებს საქართველოში 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლოთ! საქართველოს “დიდებულმა მთავრობამ” (გაიხსენეთ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა) გადაწყვიტა, რომ გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსული ადამიანები 14 დღით კარანტინში ჩასვას, რათა დაიცვას მისი მოქალაქეები მორიგი დასავლური ვირუსისგან, – დაგვცინის ლოხერი, – დემოკრატიის, ლიბერალიზმისა და LGBTQ-ის შემდეგ… ამასთან, საქართველოს მართმადიდებულური ეკლესია უარს ამბობს შეცვალოს წესი და აგრძელებს ათი ათასობით მლოცველის ზიარებას ერთი და იმავე კოვზით! დასკვნის სახით, მე როგორც ორი ხუთი წლის ქალიშვილის მამა, რომელიც მათ დედასთან (ქეთევან ციხელაშვილი – რედ.) და ბებიასთან ერთად თბილისში ცხოვრობს, ვერ ვნახავ ჩემს გოგონებს 14-დღიანი კარანტინის გამო, მაშინ როცა, მათი დედა (ქეთევან ციხელაშვილი – რედ.) და ბებია თავიანთი შიშებით გარბიან კურთხევის მისაღებად ეკლესიაში, რომელიც „ღმერთთან ახლოს არის““. როგორც ამ შემთხვევებში ამბობენ, „კომენტარის გარეშე“…

იქვე, როცა სოცქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ეკითხება, “სულ გაგიჟდა თუ არა ეს მთავრობა?! (საქართველოსი – რედ.), არმინ ჰუთენლოხერი პასუხობს: “ახლა? როდის არ იყვნენ (გიჟები)? მგონია, რომ ეს შეშლილობის რაღაც ახალი დონეა“…

   ბატონო პრემიერ-მინისტრო!

როგორც ხედავთ, ავსტრიაში მომავალი საქართველოს ელჩის ქმარი თქვენ, თქვენს მთავრობას, ლია მეორეს და ყველა ქართველს გიჟად გვრაცხავს. მაშ, რატომ უნდა დაინიშნონ ელჩები, რომლებც, როგორც “ქართული ოცნების” ხელდასხმული ბევრი სხვა მაღალჩინოსანი, პრაქტიკულად უკვე ოპოზიციისა და სააკაშვილის მხარეზე გადავიდნენ?!

 

წყარო: “საქინფორმი