უკრაინაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად სოფლები დაიტბორა. დაღუპულია 3 ადამიანი. დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი. გარესამყაროს მოწყდა რამდენიმე სოფელი.

უკრაინაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

მოსახლეობის დასახმარებლად პროდუქტები სტიქიის ზონაში ვერტმფრენით ჩაიტანეს. საგანგებო სიტუაციების ადგილობრივი სამსახური მოსახლეობას ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

 

 

:კურიერი”