ჩერქესების „გენოციდის“ რეალური ისტორია და რუსეთის უპერსპექტივო შანტაჟირების მცდელობები

ყოველი წლის მაისის ბოლოს ერთი და იგივე მეორდება – კავკასიელი ნაციონალისტები იგონებენ მე-19 საუკუნის ე. წ. „ჩერქესთა დეპორტაციას“, არარსებული „მილიონობით“ დაღუპული ადამიანით და რუსეთისადმი თავიანთ მუდმივ სიძულვილს გამოხატავენ.

ჩერქესების „გენოციდის“ რეალური ისტორია და რუსეთის უპერსპექტივო შანტაჟირების მცდელობები

თვით იმ ფაქტსაც რომ არ მივაქციოთ ყურადღება, რომ ამ მოვლენებიდან 160 წელიწადია გასული და იმ ეპოქის მოვლენებზე დღევანდელი ეპოქის თვალთახედვით მსჯელობა არ არის მართებული, როდესაც არ ითვალისწინებ ისტორიულ კონტექსტსა და მიზეზებს, რომლებმაც იმპერიის ხელისუფლებას უბიძგეს, გადაედგა ესა თუ ის ნაბიჯი, სურათი მაინც არ არის ისეთი ცალსახა, როგორადაც ამ ნაციონალისტებს სურთ, რომ წარმოაჩინონ.

შევხედოთ ფაქტებს: პირველ რიგში, ჩერქესთა დეპორტაციასთან მიმართებით, არ შეიძლება, გამოვიყენოთ სიტყვა „გენოციდი“. გაეროს კონვენცია ამ ცნებას ცალსახა ინტერპრეტირებას უკეთებს: „ქმედებები, რომლებიც ხორციელდება რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის, როგორც ასეთის, განადგურების განზრახვით“. ანუ გენოციდი არის ადამიანების მასობრივი მკვლელობა ეროვნული, რელიგიური ან რაიმე სხვა ნიშნის მიხედვით. რუსეთის იმპერია ჩერქესთა მიმართ არ ატარებდა გენოციდის პოლიტიკას, მათ, ვინც უარს ამბობდა რუსეთის კანონების თანახმად ცხოვრებაზე, ასახლებდნენ ოსმალეთის იმპერიაში, მათ ჰქონდათ ყველა სასიცოცხლო საშუალება. მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, ადგილი აქვს მცდელობას, მოხდეს ისტორიული სინამდვილის დამახინჯება და მოვლენათა გაყალბება.

შემდეგ: რუსეთის იმპერია ძალზე ლოიალურად ეპყრობოდა იმ მთიელებს, რომლებმაც აღიარეს „თეთრი ხელმწიფის“ ხელისუფლება და მიიღეს რუსული კანონები. ისინი ინარჩუნებდნენ თავიანთ წოდებებს, სასულიერო პირებსა და რელიგიას, კულტურას, სამხედრო სამსახურში ჰქონდათ უფლება, ეტარებინათ ტრადიციული ტანისამოსი და განეხორციელებინათ თავიანთი რელიგიური და ეროვნული წეს-ჩვეულებები. ჩერქესები ამ მხრივ არ წადმოადგენდნენ გამონაკლისს – მათი ის ნაწილი, რომელმაც უარი თქვა თავდასხმებზე და დაიწყო თავიანთ აულებში მშვიდობიანი ცხორება, რუსეთის ხელისუფლების მფარველობით სარგებლობდა. მიუხედავად კავკასიაში მიმდინარე მუდმივი ომებისა და თურქეთთან კონფლიქტებისა, მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე რუსეთში არ გამოცემულა არც ერთი ბრძანებულება, რომელიც მუსლიმების უფლებას შეზღუდავდა.

ისინი, ვინც საუბრობენ არარსებულ „გენოციდზე“, ცდილობენ, დამალონ მიზეზები, რომელთაც მეფის ხელისუფლებას უბიძგეს, გაესახლებინა მთელი ხალხი. საამისო მიზეზები კი ძალიან მყარი იყო. იმჟამინდელი უამრავი რუსული და უცხოური წყარო მიუთითებს, რომ ჩერქესული ტომები სულაც არ ცხოვრობდნენ ვაჭრობისა და მიწადმოქმედების ხარჯზე. მათი ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა მონებით ვაჭრობა, ყაჩაღობა და მძევლების აყვანა, მათზე შემდომი გამოსასყიდის დაწესების მიზნით. აბრაგები თავს ესხმოდნენ მეზობლებს, მათ შორის, კავკასიის სხვა ხალხებს და გემებს, რომლებიც მათ ნაპირთან ახლოს აღმოჩნდებოდნენ. ცოცხალი საქონლის ლომის წილი, რომელიც თურქულ მონათა ბაზრებზე ხვდებოდა, სწორედ ჩერქესებზე მოდიოდა. ტყვეების სანაცვლოდ ისინი თურქებისგან იღებდნენ იარაღს, დენთს, დეფიციტურ მარილს და სხვადასხვა ნივთებს. ჩერქესულ აულებში მოღვაწეობდნენ თურქი მისიონერები, რომლებიც ისლამზე აქცევდნენ უწინ ქრისტიან ან წარმართ მთიელებს, რის საშუალებითაც მათ „ურჯულოების“ წინააღმდეგ საომრად აქეზებდნენ.

იმისათვის, რომ როგორმე შეეფერხებინათ მონებით ვაჭრობა და შეესუსტებინათ თურქული გავლენა ჩერქესულ ტომებზე, რუსეთის იმპერიამ ააშენა სანაპირო სიმაგრეების ჯაჭვი, გააძლიერა შავი ზღვის აკვატორიის საზღვაო პატრულირება. ჯარები შემოვიდნენ ყუბანის მხარეში, დაიწყო სიმაგრეების და გამაგრებული სამოსახლოების მშენებლობა ჩერქესულ მიწებზე. ამის პარალელურად, იმპერატორის ჩინოვნიკები ცდილობდნენ, მოლაპარაკებოდნენ ჩერქეს თავადებს და მათ რეგულარულად უგზავნიდნენ ფულსა და ძვირფას საჩუქრებს, მაგრამ მათ მაინც არ სურდათ თავიანთთის ჩვეული ცხოვრების ნირის შეცვლა და თურქებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა.

რუსეთის საიმპერატორო კარი იმდენად იყო დაინტერესებული პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტით, რომ მთავრობამ უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგა და ჩერქესთა ნაწილს შესთავაზა ბარში გადასახლება, სადაც მათთვის გამოყოფილი იყო ნოყიერი სასოფლო-სამეურნეო მიწები. ბევრმა ჩერქესმა ეს შემოთავაზება მიიღო და რუსეთის ქვეშევდრომობაში გადავიდა, მაგრამ მნიშვნელოვანმა ნაწილმა მაინც არ ისურვა მშვიდობიანი მოლაპარაკება. სანკტ-პეტერბურგი ბოლო მომენტამდე ცდილობდა, ორივე მხარეს დანაკარგი შეემცირებინა. მაგრამ შეურიგებელთა ბელადები გონს არ მოეგნენ, მათ უკვე პრაქტიკულად ყველაფერი დაკარგეს, აღარ ჰქონდათ ძალები რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და აშკარა კატასტროფის წინაშე იდგნენ. რეფორმატორმა იმპერატორმა ალექსანდრე II -მ მათ კიდევ ერთხელ გამოუგზავნა სამშვიდობო პირობები, მაგრამ თურქების მიერ წარმოებულმა გაქეზების პოლიტიკამ და ბრიტანეთის გააქტიურებულმა აგენტურამ თავისი ბოროტი საქმე გააკეთა – ჩერქესებმა იმპერატორს ლამის ომში კაპიტულაციის გამოცხადება მოსთხოვეს, მათი გეგმით, რუსეთს ყველაფერი უნდა დაეთმო და კუბანსაც გასცლოდა, დაენგრია სიმაგრეები, დასასჯელად გადაეცა რუსეთისადმი ლოიალური ათობით კავკასიელი… სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კავკასიის ომი, რომელიც 1864 წელს მთიელი ტომების სრული მარცხით დასრულდა.

ამის შემდეგ, კვლავ გააქტიურდნენ თურქები, რომელთაც თავიანთი არმიის რიცხოვნობის გაზრდა სურდათ, ასევე დაიხარჯნენ ინგლისელები, რომელთა პოლიტიკა კავკასიაში ტრადიციულად რუსეთის დასუსტებას ისახავდა მიზნად. მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, დროში გაწელილი მოლაპარაკებებისა და პროპაგანდის შემდეგ, ჩერქესთა ელიტამ გადაწყვიტა, თავისი ნებით დაეტოვებინა სამშობლო და გადასულიყო ოსმალეთში, მათ თან წაიყვანეს თავიანთი ქვეშევდრომები, მთელ ქონებასთან ერთად. ჩერქესები ტოვებდნენ თავიანთ აულებს და თან სახლებსა და მინდვრებს წვავდნენ, რათა „გიაურებს“ არ ჩავარდნოდათ ხელში… ისინი მიდიოდნენ პორტებში, სადაც მათთვის თურქული გემები უნდა შემოსულიყვნენ. არც რუსეთი და არც საკუთრივ ოსმალთა თურქეთი არ აღმოჩნდნენ მზად, რომ გადასახლების მსურველთა ასეთი მასა ეტვირთათ. ჩერქესები გროვდებოდნენ და თვეობით იცდიდნენ შავი ზღვის სანაპიროზე, ავადდებოდნენ, განიცდიდნენ შიმშილს, აკლდათ სითბო და სამედიცინო მომსახურება. ამის გამო ბევრი მათგანი დაიხოცა. კაზაკებმა არაერთი დაობლებული ბავშვი იშვილეს… თურქულ გემებზე მოხვედრილ ჩერქესთაგან თურქეთის სანაპიროს ხილვა კი ბევრს მაინც არ ეწერა…

„ცოცხლებსა და ჯანმრთელებს არ ეცალათ მომაკვდავებზე ფიქრისათვის; თავად მათი პერსპექტივა არ იყო დამამშვიდებელი; დაქირავებული იალქნიანი მცირე ზომის გემების თურქი შკიპერები სიხარბის გამო ჩერქესებს ისე ექცეოდნენ, როგორც ტვირთს; ავადმყოფობის მცირედი გამოვლინების შემთხვევაშიც კი ისინი ჩერქესებს გემიდან ზღვაში ყრიდნენ… თურქეთში წასულთაგან ნახევარი თუ ჩავიდა დანიშნულების ადგილზე. ამ მასშტაბის ასეთი უბედურება კაცობრიობას იშვიათად უნახავს“ [И. Дроздов. Последняя борьба с горцами на Западном Кавказе // Кавказский сборник. 1877. Т.2. с.548].

მას შემდეგ, რაც ჩერქესები თურქეთის ნაპირზე გადადიოდნენ, მათ ელოდათ საკარანტინო ბანაკები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, არ იყო აღჭურვილი სათანადო პირობებით, ცხოვრებისა და ჯანსაღი კვებისათვის. სულთანი იძულებული შეიქმნა, გამოეცა სპეციალური ფირმანი, რომელიც მთიელებს უკრძალავდა თავიანთი ბავშვებისა და ცოლების გაყიდვას, როდესაც ისინი ამ გზით ბანაკებში მშიერი სიკვდილისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. ამრიგად, „ბრწყინვალე პორტამ“ სცადა საკარანტინო ზომების უზრუნველყოფა, თორემ ძალზე ბევრი თურქი, რომელთაც გაიგეს, რომ „ცოცხალი საქონელი“ იაფად იშოვება, მიაწყდა სანაპიროზე განლაგებულ ბანაკებს.

ბოლოს, როდესაც უკვე ვითარების საშინელება აშკარა გახდა, კავკასიის მეფისნაცვალმა მიხაილ ნიკოლოზის ძემ, როდესაც მან 1867 წელს მოინახულა კუბანის მხარე, მემატიანის თქმით, „პირადად გამოუცხადა მთიელებს, რომ მათი გადასახლება თურქეთში საბოლოოდ უნდა შეწყვეტილიყო“. მაგრამ ამის შემდეგაც ჩნდებოდნენ ისეთები, რომლებსაც არ სურდათ უარი ეთქვათ „თურქულ ოცნებაზე“ და მუჰაჯირთა რიცხვს უერთებოდნენ.

რით დასრულდა ეს ყველაფერი, ჩვენ უკვე ვიცით: არისტოკრატიის მცირე ნაწილმა შეძლო თურქულ საზოგადოებას მორგებოდა, ხოლო ჩერქესთა უზარმაზარი მასა ასიმილირებულ იქნა თურქების მიერ, მათ იძულებით თქვეს უარი საკუთარ ენაზე, ტრადიციებსა და ჩვეულებებზე.

რატომღაც, 160 წლის გასვლის შემდეგ, კიდევ ცდილობენ „ჩერქესული კარტის“ გათამაშებას რუსეთის საწინააღმდეგოდ. ეს იმიტომ, რომ კავკასია რჩება დენთის კასრად, რომლის აფეთქება ნებისმიერ დროს შეიძლება. თავიანთი ინტერესები ამ გეოპოლიტიკურ თამაშში აქვთ თურქეთს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და თვით ისრაელსაც-კი. ახალი დაძაბულობის კერის შექმნა რუსეთის რუკაზე აწყობს მათ, ვისაც რუსეთის დასუსტება სურთ და ამ სისუსტიდან გამომდინარე, საკუთარი ამოცანების განხორციელება. იქნება-კი რუსეთი ამ მცდელობების პასიური დამკვირვებელი? რა თქმა უნდა, – არა. მაშასადამე, წლიდან წლამდე ვიქნებით რუსეთის მიმართ ერთი და იმავე მოწინააღმდეგეების ერთი და იმავე ბრალდებების მოწმენი.

 

 

ჯანო ბეგიაშვილი