ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს

ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს. აღნიშნული შტამი ცოტა ხნის წინ გაჩნდა და მისი მატარებელი ღორები არიან, თუმცა დაავადება ადამიანსაც გადაეცემა.

ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს

მკვლევრები შეშფოთებულნი არიან, რომ ვირუსმა შეიძლება მუტაცია განიცადოს და ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გლობალური აფეთქება გამოიწვიოს.

მეცნიერების თქმით, ვირუსს ყველა ნიშანი აქვს, რომ ადაპტირებული იყოს ადამიანების ინფიცირებისთვის და მას მჭიდრო დაკვირვება სჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი ახალია, ადამიანების უმეტესობას მასზე იმუნიტეტი არ ექნება.

ახალი ტიპის გრიპის შტამი, რომელიც ჩინეთში გამოავლინეს, 2009 წლის ღორის გრიპის მსგავსია, მაგრამ გარკვეული ცვლილებებით. ჯერჯერობით, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ პროფესორმა კინ-ჩოუ ჩანგმა განაცხადა, რომ ის ყურადღებას საჭიროებს.

 

 

“იმედინიუსი”