დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, – ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ქვეყანაში კორონავირუსი 928 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 794 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2809 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 229

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

 

 

“იმედინიუსი’