WHO-ის დირექტორი: უარესი წინ გველის

„პანდემიის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია, უარესი წინ გველის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პანდემიაზე საუბრისას განაცხადა.

WHO-ის დირექტორი: უარესი წინ გველის

მისივე თქმით, გლობალური მასშტაბით კოვიდინფექცია უკან დახევას არ აპირებს. მან ქვეყნებს სიფხიზლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყურადღება არ უნდა მოადუნონ.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 10 მლნ-ს აჭარბებს. კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

“პირველი”