საფრანგეთმა ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ კანონი მიიღო

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ყალბი ამბების გამოყენების წინააღმდეგაა მიმართული და მისი გავრცელების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითვალისწინებს.

საფრანგეთმა ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ კანონი მიიღო

აღნიშნული კანონის პროექტი საფრანგეთის პარლამენტს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წარუდგინა. მისი თქმით, ღრმად სწამს, რომ ინტერნეტის რეგულირებa აუცილებელია.

კანონის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და შესაძლოა, მისი საშუალებით მედიაზე ცენზურა დაწესდეს.

დასავლეთ ევროპაში ეს არის პირველი მცდელობა იმისა, რომ ოფიციალურად მოხდეს ყალბი ამბების აკრძალვა.

კანონის ამოქმედებიდან, არჩევნებამდე სამი თვის განმავლობაში, კანდიდატებს და პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ მიმართონ სასამართლოს ყალბი ინფორმაციის შეჩერებისკენ.

კანონის მიხედვით, საფრანგეთს ეროვნული მაუწყებლობის სააგენტო უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეუჩეროს მაუწყებლობა უცხო ქვეყნის მიერ კონტროლირებად საინფორმაციო საშუალებას, რომლებიც გამიზნულად გაავრცელებენ ყალბ ახალ ამბავს.

გარდა ამისა, პირს, რომელიც კანონს დაარღვევს, შესაძლოა ერთი წლით თავისუფლება აღეკვეთოს ან ჯარიმის სახით, 75 000 ევრო დაეკისროს.

წყარო: bfm.ge