აბიტურიენტებს გამოცდის დროს არ მოუწევთ პირბადის გაკეთება

“საგამოცდო მერხთან მისვლის შემდეგ, მათ შეეძლებათ მოიხსნან პირბადე, რადგან დახვდებათ დამცავი ბარიერით აღჭურვილი მერხები. საგამოცდო ოთახში მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვაც.

აბიტურიენტებს გამოცდის დროს არ მოუწევთ პირბადის გაკეთება

შეძლებისდაგვარად, კომფორტულ გარემოს შევუქმნით ჩვენს აბიტურიენტებს, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი ცოდნა, წარმატებით ჩააბარონ გამოცდები და გააგრძელონ განათლების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში. ყველა აბიტურიენტს გისურვებთ წარმატებას!” – აღნიშნულია გიორგი გახარიას facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

წყარო: ghn.ge