დღეს, თბილისში, გარყვნილების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

თბილისში, კერძოდ ძირძველ უბანში ვერაზე, პეროვსკაიას ქუჩაზე, აგერ უკვე მეორე თვეა ლგბტ დროშა ფრიალებს მესამე სართულის აივნიდან.
დღეს, თბილისში, გარყვნილების წინააღმდეგ აქცია გაიმართა
დღეს სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბნენ აღნიშნული ქუჩის 19 ნომერში. სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. აქციას დაესწრო “ქართული იდეის” ხელმძღვანელი ლევან ჩაჩუა. უნდა აღინიშნოს, რომ აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა, რომლის მონაწილეებმა საჯაროდ დაგმეს საქართველოში მამათმავლობის და სიბილწის პროპაგანდა და უზნეობის სიმბოლოს დროშის აღება მოითხოვეს შენობიდან.
ბექა კვიციანი