დონალდ ტრამპმა დაამტიცა გერმანიიდან 9 500 ამერიკელი სამხედროს გაყვანის გეგმა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაამტიცა გერმანიიდან 9 500 ამერიკელი სამხედროს გაყვანის გეგმა. ინფორმაცია შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დონალდ ტრამპმა დაამტიცა გერმანიიდან 9 500 ამერიკელი სამხედროს გაყვანის გეგმა

პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატები გერმანიიდან 9 500 ამერიკელ ჯარისკაცს გაიყვანს. ამჟამად, გერმანიაში განთავსებულ სამხედრო ბაზებზე ამერიკის სამხედრო კონტიგენტი 35 000 ჯარისკაცისგან შედგება.

გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს რუსეთის შეკავებას, ნატო-ს გაძლიერებას, მოკავშირეთა ნდობის გაძლიერებას, გააუმჯობესებს შეერთებული შტატების სტრატეგიულ მოქნილობასა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ოპერატიულ მოქნილობას. გადაწყვეტილება ასევე შთაგონებულია ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათ ოჯახებზე ზრუნვით” – ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაპირველად, დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება განმარტა იმით, რომ გერმანია, მისი აზრით, საკმარისად არ ხარჯავს თავდაცვაზე.

ჯერჯერობით ამერიკელი სამხედროების გერმანიიდან გაყვანის თარიღი უცნობია.

წყარო: ghn.ge