როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისა და მწერებისგან. რეკომენდაციები

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისა და კოღოების სეზონზე, ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ „პალიტრანიუსის“ ეთერეში ისაუბრა.

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისა და მწერებისგან. რეკომენდაციები

პაატა იმნაძის თქმით, ბუნებაში ტკიპები და კოღოები ყველგან არიან და ადამიანებმა მათგან თავის დასაცავად გარკვეული წესები უნდა დაიცვან.

„პირველ რიგში ეს არის ტანსაცმელი. სასურველია თუ ეს იქნება წინდებში ჩაყოლებული შარვალი. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ბუნებაში ყოფნისას ტკიპა არ აგაცოცდეთ და სახლში დაბრუნების შემდეგ კი უნდა დავათვალიეროთ საკუთარი თავი ან ბავშვი დაათვალიეროთ მთლიანად. ტკიპას რაც უფრო ადრე მოვაცილებთ, მით უფრო ნაკლებია ინფიცირების შანსი“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელონია აგრეთვე ე.წ. რეპელენტების ანუ დამაფრთხობლების გამოყენება, რომლებიც სხვადასხვა სახისაა და ყველა ტურისტულ მაღაზიებასა და აფთიაქებში იყიდება.

ამასთან, როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, ყველა ტკიპა დაავადების გადამტანი არ არის, თუმცა ადამიანი ამას ვერ გაარჩევს.

„ჩვენთან, საქართველოში ძალიან ხშირად ფერმერები და გლეხები ხელით აშორებენ ტკიპებს ვთქვათ ძროხებს და ამ დროს ხდება ინფიცირება. აქედან გამომდინარე, კატეგორიულად არ შეიძლება დაუცველი ხელით ტკიპის მოშორება. უნდა გამოვიყენოთ პინცეტი ან ხელთათმანი“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, მწერებს ჭრელი ტანსაცმელი იზიდავს და სასურველია თეთრი, ღია ფერის ტანსაცმლის გამოყენება.

წყარო: imedinews.ge