ჯიბეგახვრეტილი, ბანკროტობის ზღვარზე მდგარი უკრაინა რუსეთთან ომისთვის “მზად არის”

უკრაინას კვლავ ემუქრება ბანკროტობა, ამჯერად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, იაკობ სმოლის გადადგომის გამო. სმოლის ეს თანამდებობა 2018 წლის მარტიდან ეკავა – იუწყება “ნიუსრუ.კომ“.

ჯიბეგახვრეტილი, ბანკროტობის ზღვარზე მდგარი უკრაინა რუსეთთან ომისთვის "მზად არის"

სმოლიმ ქვეყნის პრეზიდენტ ზელენსკის გადადგომის თაობაზე თხოვნით 3 ივლისს მიმართა და თავისი გადაწყვეტილება ახსნა ეროვნულ ბანკზე “სისტემატური პოლიტიკური ზეწოლით”. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Handelsblatt მიიჩნევს, რომ  “ახლა უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, კვლავ ემუქრება ბანკროტობა, ვინაიდან კიევმა უსწრაფესად უნდა მოახდინოს უცხოელი კრედიტორებისადმი რამდენიმე მილიარდიანი დავალიანების დაფარვა”. გაზეთი იუწყება, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს უნდა მოხდეს ძველი კრედიტების რეფინანსება 17 მილიარდი დოლარის ოდენობით.

უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომის გამო შეჩერდა ევროობლიგაციების გამოშვება, რომლებიც 8 ივლისს ლონდონის ბირჟაზე უნდა განეთავსებინათ. ქვეყანა 2014 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მილიარდობით დოლარის კრედიტების წყალობით არ არის აქამდე გაკოტრებული. სმოლის წასვლა კი დიდ პრობლემას უქმნის ვოლოდიმირ ზელენსკის, მთელი მისი რეფორმები დგება ეჭვს ქვეშ.

ამ ფონზე უკრაინელი სამხედროების ნაწილი კლოუნადას აწყობს და აცხადებს, რომ უკრაინა, თურმე, რუსეთთან სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის მზად არის. თანაც, არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ შემტევი ხასიათის ბრძოლებისთვისაც. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებს (უფრო სწორად, იმ ვარცლებს, რაც რუსეთმა არ ჩამოართვა) ხელმძღვანელობს ასეთი საინტერესო გვარის კაცი – ნეიჟპაპა, რომელმაც უკრაინულ პორტალ “Думская.net”-ს განუცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები არ გამორიცხავენ რუსეთის მიერ უკრაინული ხერსონის ოლქის დაპყრობის მცდელობას, რათა მდინარე დნეპრიდან უზრუნველყოფილ იქნას ყირიმის ნახევარკუნძულის წყალმომარაგება.

“ჩვენ ვემზადებით სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფრონტაციისთვის და გვესმის, რომ თუკი ეს მოხდება, სამწუხაროდ, იქნება დიდი დანაკარგი ჩვენს სამხედროებსა და სამოქალაქო მოსახლეობას შორის. ბევრს ეს ახლა არ ესმის, თუმცა ქვეყანაში უკვე მეშვიდე წელია, მიმდინარეობს ომი” – ამბობს ნეიჟპაპა.

ნეიჟპაპასთანა ბეტონისთავიან სამხედროებს ხელს უწყობს თავად პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც “ყირიმის დაბრუნებაზე” უსაგნო ლაყაფს თავს არ ანებებს. ბოლოს ზელენსკიმ ასეთი განცხადება 26 ივნისს გააკეთა ქვეყნის სამხრეთში ვიზიტის დროს, სადაც იგი თათრული წარმოშობის მოქალაქეებს წაელაქუცა, აქაოდა, ყირიმი თათრულიაო. ამას აკეთებს პრეზიდენტი, რომელიც ხალხს რუსეთთან მშვიდობას პირდებოდა, აკეთებს იმიტომ, რომ იგი ემორჩილება ამერიკელების დიქტატს. არადა, რუსეთი მზადაა, უკრაინასთან აწარმოოს სრულმასშტაბიანი მოლაპარაკებები და უახლოეს ნათესავ ერთან მიაღწიოს სრულ კონსენსუსს.

 

“ნიუსფრონტი-საქართველო”