ხალხმრავალი ქორწილების მოთხოვნით, ინფექციურ საავადმყოფოსთან შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადამიანები მივიდნენ

ინფექციურ საავადმყოფოსთან სხვადასხვა ივენთკომპანიის წარმომადგენლები, ანიმატორები და ფოტოგრაფები მივიდნენ. მათ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას ჰკითხეს, რატომ არის აკრძალული ქორწილის გადახდა, როდესაც პარალელურად ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სამთავრობო თუ სხვა ტიპის თავყრილობები იმართება.

ხალხმრავალი ქორწილების მოთხოვნით, ინფექციურ საავადმყოფოსთან  შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადამიანები მივიდნენ

მათივე განცხადებით, შემუშავებული რეგულაციების გამო ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ამიტომ ითხოვენ, რომ ხალხის მასობრივი თავყრილობა ნებადართული გახდეს.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში 300-კაციანი შეკრებები არ იმართება და ამ კუთხით დაწესებული რეგულაციები არ ირღვევა.

„თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ – მე არ მსმენია 300-კაციანი შეკრებების შესახებ, სადაც რეგულაციები ირღვევა. ჩემი რჩევა ასეთია, რომ რეგულაციები დავიცვათ ყველამ. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც შეიძლება შუამავალი იყოს თქვენსა და ამ დაწესებულებებს შორის, რეგულაციების შესრულება კი არის ყველასთვის სავალდებულოა”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

“იმედინიუსი”