პაკისტანში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას ერთი ოჯახის 19 წევრი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ პაკისტანში, პუნჯაბის პროვინციაში, შეიხუფურას რაიონში სამგზავრო მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ Aljazeera წერს.

პაკისტანში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას ერთი ოჯახის 19 წევრი ემსხვერპლა

დაღუპულები პეშავარის დასახლებაში მცხოვრები მომლოცველები არიან. ისინი ქალაქ შეკჰუპურაში მდებარე ნანკარა საჰიბის სალოცავიდან შინ ბრუნდებოდნენ.

ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ 19-ვე დაღუპული ერთი ოჯახის წევრია.

დაშავებულია კიდევ 8 ადამიანი. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

მატარებლის მგზავრთაგან არავინ დაშავებულა.

წყარო: imedinews.ge