რუსეთის მოქალაქეებს ტურისტულ ქვეყნებში ელიან; საქართველო – თამაშგარე მდგომარეობაშია

უკვე რვა სახელმწიფომ გაუღო კარი რუსეთის მოქალაქეებს და მოუთმენლად ელიან ტურისტებს – ამის შესახებ რუს ჟურნალისტებს აცნობა რუსეთის ტურისტული ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია ლომიძემ. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:

რუსეთის მოქალაქეებს ტურისტულ ქვეყნებში ელიან; საქართველო - თამაშგარე მდგომარეობაშია

თურქეთი, კუბა, დომინიკანა, მექსიკა, მალდივები, ხორვატია, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საემიროები. ეს ქვეყნები რუსი ტურისტებისათვისაც პრიორიტეტულებია დასასვენებლად.

ამასთან, რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვა რუსი ტურისტებისთვის ამ ქვეყნებში არ არსებობს, გარდა ერთისა – მათ დასჭირდებათ სამშობლოდან გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ტესტირების ჩატარება “კოვიდ 19”-ზე და დანიშნულების ქვეყანაში ამ ვირუსის არქონაზე ცნობის წარდგენა.

მაია ლომიძემ ასევე აღნიშნა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ 8 ქვეყანას მალე სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.

საქართველო კი, ჯერ-ჯერობით, “თვითიზოლაციაში” რჩება და “ტურისტებს” საფრანგეთიდან და გერმანიიდან ელის. როგორც ჩანს, წლევანდელი წელი დამანგრეველად ჩაივლის ქართული ტურისტული სექტორისა და, მთლიანად, ეკონომიკისათვის.