ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკების აღდგენის ფონდსა და ბიუჯეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის სამიტის მე-5 დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ ბრიუსელში მიაღწია ისტორიულ შეთანხმებას, კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკების აღდგენის ფონდისა ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტის შესახებ.

ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკების აღდგენის ფონდსა და ბიუჯეტზე შეთანხმდნენ

შეთანხმებას ლიდერებმა ხანგრძლივი და დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს.

შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და მას ისტორიული მოვლენა უწოდა.

კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკების აღდგენის ფონდი 750 მილიონ ევროს მოიცავს, საიდანაც 390 მლრდ ევრო გაიცემა გრანტების სახით, ხოლო 360 მლრდ ევრო სესხის სახით.

აღსანიშნავია, რომ გრანტების დიდი ნაწილი კორონავირუსისგან განსაკუთრებულად დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკების აღდგენას მოხმარდება. საერთო ბიუჯეტიდან თანხის განაწილება დამოკიდებული იქნება მიმღები ქვეყნის მიერ კანონის უზენაესობისა და ევროპული ფასეულობების დაცვაზე. ამგვარი წინაპირობების დაწესების წინააღმდეგ პოლონეთი და უნგრეთი გამოდიოდნენ.

გარდა ამისა, ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტზე, რომელიც 1.82 ტრილიონი ევროს ოდენობისაა.

წყარო: ghn.ge