როგორ შეცვალეს „კოვიდ-19“-ის მიზეზით გარდაცვლილთა სტატისტიკა საფრანგეთში

ფრანგული Le Figaro დიდი სიფრთხილით, მაგრამ, კომპეტენტურ კვლევებზე დაყრდნობით, მაინც აღიარებს, რომ საფრანგეთში Сovid-19-ის მიზეზით რეგისტრირებულ გარდაცვლილთა რიცხვი, რეალურთან შედარებით, საგრძნობლად გადაჭარბებულია.

როგორ შეცვალეს „კოვიდ-19“-ის მიზეზით გარდაცვლილთა სტატისტიკა საფრანგეთში

გამოცემა მიმოიხილავს 80-გვერდიან მოხსენებას, რომელიც ეროვნულმა სააგენტომ – „საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ – გამოაქვეყნა. მოხსენებაში საუბარია 2020 წლის 2 მარტიდან 31 მაისამდე დარეგისტრირებული სიკვდილიანობის ფაქტების შესახებ, რომელთა რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, ჭარბი აღმოჩნდა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25 ათასით მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ოფიციალურად, საფრანგეთში ამ დრომდე სულ 30 ათასზე ცოტა მეტი ადამიანი დაიღუპა „კოვიდ 19“-ის მიზეზით (31 მაისისთვის ეს ციფრი დაახლოებით 29 ათასს შეადგენდა).

ჟურნალისტი სვამს შეკითხვას: „როგორ უნდა აიხსნას ის, რომ [ვირუსით] გარდაცვალებათა ოფიციალურად დარეგისტრირებული რაოდენობა აღემატება გამოვლენილი ჭარბსიკვდილიანობის რაოდენობას?“ პასუხს ამ კითზვაზე „საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ მოხსენების ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი სელინ კაზერიო-შონემანი სცემს:

„შესაძლებელია, რომ მოხუცთა თავშესაფრებიდან სიკვდილის შემთხვევების ციფრები ძალზე გადაჭარბებულად არის  გავრცელებული“.

სტატიის ავტორი კი აზუსტებს, რომ მოხუცთა თავშესაფრებს ზემოდან ჰქონდათ მითითება მიღებული, რომ მათ ყველა გარდაცვალების ფაქტი უნდა აღერიცხათ, როგორც „კოვიდის 19“-ის შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პაციენტს არ უტარდებოდა ტესტი კორონავირუსზე. „ამიტომაც, სიკვდილის ფაქტების ნაწილი, რომელზეც დასმულია Сovid-19-ის შტამპი, შესაძლოა, სულაც არ არის კავშირში ამ დაავადებასთან“ – აღნიშნულია სტატიაში.

საფრანგეთის ეროვნული დემოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის (INED) წამყვანი სამეცნიერო თანამშრომელი მიშელ გიიო ხაზგასმით ამბობს:

„ვინაიდან Covid-19, პირველ ყოვლისა, ასნეულებს ყველაზე უფრო სუსტებს, კერძოდ, ასაკში მყოფ ადამიანებს, დაავადებას, შესაძლოა, გამოეწვია იმ ადამიანების სიკვდილი, რომლებიც იმავე პერიოდში მაინც დაიღუპებოდნენ რაიმე სხვა დაავადებით“.

მკვლევარმა ასევე გამოთვალა, რომ ეპიდემია ვერ მოახდენს გავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, რომელიც საფრანგეთში, მიმდინარე წლის მანძილზე, მხოლოდ 0,1 წლით დაიკლებს ქალების და 0,2 წლით – კაცების შემთხვევაში, როგორც წესი, ისევ და ისევ მაღალ ასაკობრივ  ჯგუფებში.

არსებობს კიდევ ერთი ჰიპოთეზა, რომელიც არ გამორიცხავს პირველ ჰიპოთეზას – კარანტინმა გარკვეული „დამცავი“ ეფექტი იქონია იმ გაგებით, რომ კარანტინისას ნაკლებია ტრანსპორტის მოძრაობა, ადამიანები სხედან სახლებში და, შესაბამისად, ნაკლებია უბედური სატრანსპორტო შემთხვევები, სხვა უბედური შემთხვევები, ქუჩის კრიმინალი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და მისთ. ეს ყველაფერი სიკვდილიანობის სტატისტიკის შემცირებას იწვევს. მიშელ გიიოს თქმით, „აპრილში, მაგალითად, ტრასებზე სიკვდილიანობა ორჯერ შემცირდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარანტინს არ გააჩნია ჯანმრთელობისათვის მავნე მოვლენები, თუნდაც  ისეთი, როგორიცაა ზოგი სხვა დაავადების მკურნალობის გადადება; მაგრამ, გონივრული იქნება, ვივარაუდოთ, რომ ეს ფაქტორიც არ არის გადამწყვეტი სიკვდილიანობის საერთო რაოდენობაში (ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისათვის) – დასძენს გაზეთის ჟურნალისტი.

შეიძლება იმის ჰიპოთეტური ვარაუდიც, რომ ათასობით ადამიანი „კოვიდ 19“-ისგან სახლებში გარდაიცვალა, რაც ვერ მოხვდა ოფიციალურ სტატისტიკაში. მაგრამ „საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში, ლოგიკა კიდევ უფრო ირღვევა, რადგან რაოდენობრივი სხვაობა კოვიდ-გარდაცვლილთა და ჭარბსიკვდილიანობის ფაქტებს შორის კიდევ უფრო იზრდება. ამიტომ, ეს ნაკლებ სავარაუდებელი ვერსიაა, აღნიშნავს „ფიგარო“. ხოლო ბიოსტატისტიკოსი ანა ფუაიე მთავარ მომენტს გამოყოფს:

„იმისათვის, რომ ჩვენ უფრო ზუსტნი ვიყოთ ჩვენს ინტერპრეტაციებში, არ გვყოფნის ინფორმაცია სიკვდილის ფაქტების მიზეზების შესახებ“.

დიახ, საფრანგეთში ეს აღიარეს, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში. როგორც ჩანს, მალე მხოლოდ საქართველო დარჩება სიბნელეში თავისი გაბითურებული, დამშეული ამომრჩევლებით.

 

ინოპრესა“-ს მიხედვით