აჭარის ტვ “გირჩად” აქციეს – დავით ჩხარტიშვილი აჭარის ტელევიზიის შესახებ და არა მხოლოდ (ნაწილი II)

სევდანერევი ირონიის გარეშე არ შემეძლო ე.წ. ალტერნატიული პროფკავშირების, „ნაც“ & „ლელოს“ აქტივის, “ბათუმელთა დარბაზი“-სა და “მე მიყვარს ბათუმი“-ს განცხადებების კითხვა. დიდწილად, სწორედ რომ მათმა ისტერიულმა ფლეშმობებმა ტელევიზიის გარშემო, გადამაწყვეტინა მეორე ნაწილის დაწერა.

აჭარის ტვ "გირჩად" აქციეს - დავით ჩხარტიშვილი აჭარის ტელევიზიის შესახებ და არა მხოლოდ (ნაწილი II)

აღარ ვაპირებდი, მაგრამ წინამდებარე სტატიის პირველ ნაწილში (რომელიც პროგრამულ ხასიათსაც ატარებდა), ატომარულ დონეზე, განხილული პროცესების ანატომია ვერა და ვერ აღმოჩნდა საკმარისი, „თავისფალ სიტყვას“, ზოგადად – სხვა მიშისტურ-ნეოლიბერალ და ცნებებაღრეული ნარატივებით გაჟღენთილ თაიგულს ამოფარებული კონტინგენტისთვის. ყველაფერ იმის საფარქვეშ არსებულს, რასაც ჩვენში “პროდასავლურობად” ნათლავდნენ და საცივილიზაციო განვითარების უალტერნატივო პროექტად ასაღებდნენ გრანტებზე სპეციალიზირებული წრეები. „აგრესიულ დილეტანტთა“ ხმაურიანი გუნდისთვის, რომელიც სიტუაციიდან და კონიუქტურიდან გამომდინარე ხან ერთ იპოსტასში „გმირებად“, ხან მეორეში, „მსხვერპლად“ და მესამეშიც, „ვაჭრებად“ გვევლინება ხოლმე ბათუმლებს – წლებია. თან ხელოვნურობა იმ დოზით სდევთ ხოლმე, რომ სხვაგვარად თუ არა სიმულაკრებად ვერც აღიქვამ მათ საქმეში ჩახედული და პასუხისმგებლიანი მოქალაქე.

თუმცაღა მათ მხარესაა მეინსტრიმული მედია და ნაწილობრივ ქვეყანაში გაბატონებული (ოდესღაც „პადოშას“ მიერ ინიცირებული), დოქტრინაც. რაც ხელთ აძლევთ, რომ იტივიტივონ მუდამ ეკრანებზე და ამით ასაზრდოონ კიდეც საკუთარი „ego“. ასევე იყოლიონ მცირერიცხოვანი, მაგრამ პასიონარული ხუნვეინბინების, თუ „კამსამოლას“ სულისკვეთების დარი, ფრიად ვიწრო დიაპაზონის მრევლიც. დიდწილად სამ-ორ კვირიანი ტრენინგების გავლისას შეძენილ უნარებსა თუ „გუგლვით“ მიღებულ უსისტემო, კონტექსტგამოცლილ ინფოებს განათლებად რომ აღიქვამს, აი ის ხალხი-თქო. უყურებს რა, ე.წ. „დამცველი“, ამ 9 მილიონით დაფინანსებულ აჭარის ტვ-ს, ტკბება ხიპსტერული მანერითა & უსაგნო ტიკ-ტიკის სოუსით მორთმეულ თრეშის ტრანსლაციით. სხვა ფსიქოტიპის მაყურებელი და მით უფრო „დამცველი“ აბა როდი ჰყავთ; ოფიციალური მონაცემებით რეიტინგების ფსკერზე მყოფთ, მათ „საუკეთესო“ გადაცემებსაც ონლაინ რეჟიმში 20-40 მაყურებელი თუ ეყოლება – არ იმჩნევენ. მაგალითისთვის, ფეისბუკის პირად გვერდზე ბევრად მეტი „ფოლოუერი“ მყავს ვიდრე მთელ ამ კოლექტივის შემოქმედებით ლიდეფრშიპს მაყურებელი, იმდენად უინტეროსოა მათი პროდუქტი და განა თავად არ იციან? იცის ეს ტექნიკურმა პერსონალმაც, რომლის დიდი ნაწილი მანდ გარემოებების მძევალია. პირველები იცავენ კლნანჭებით თავის სინეკურას და ყველაფერზე მიდიან სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად, რადგანაც ხედავენ აჭარის ტვ_ში საკუთარი იდეებისა და სურვილების განსახორციელებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და იქნებ უკანასკნელ სივრცესაც რეგიონში. მათივე პლატფორმის ფორპოსტს ებღაუჭებიან, და არამც საზოგადო სიკეთეს იცავენ, როგორც ამის წარმოჩენა სურთ. კლდედ დგანან; როგორც ეს გამოცდილება, ბუნება და უნარები კარნახობთ. ტრადიციულ, „ფერადი ტექნოლოგიების“ ფორმატში მოქმედებენ მოკლედ. „ტექნარებს“ კი ეშინიათ – რამოდენიმე კადრმა ტექნიკური პერსონალიდან, რომ გაბედა და გამოიტანა სააშკაროეზე წლების მანძილზე იქ გაბატონებული წეს-ჩვეულებები და სოციალური ლიფტის მუშაობის მახინჯ ფორმებზე ისაუბრა – დააბულინგეს, სხვა უფრთხის.

უღირთ ეს ბრძოლა და შანტაჟი, მესმის მათი ადამიანურად; კარგავენ ყველაფერს, გამოაცალე ეს მოედანი და ნულოვანი იქნება მათი წონა და ფასი საზოგადოებაში (არადა წინ არჩევნებია), მაგიტომაც. იცავენ არა საზოგადოებრივი არხის იდეას როგორც ასეთს – არა თავისუფლებას, არა შემწყნარებლობას, არა კეთილშობილებას, ეროვნულობას, არა საგანმათლებლო-მეცნიერულ ხაზს, არა ანალიტიკას და მიუკერძოებლობას, ეს არაფერია მანდ! არამედ საკუთარი სუბკულტურის ვიზუალიზაციას და პოპულარიზატორს – ასევე „კარმუშკას“. ჩვენ კი, უმრავლეოსობა; ვინც არასამთავრაბო სეგმენტის და „მიშიზმის“ მიღმა ვდგავართ, ვუცქერდით რა მდუმარედ თუ როგორ გვახვევდნენ თავს ამ ნეოლიბერალური ნარატივებით გაჟღენთილ, შავ-თეთრ გონებაში აკუმულირებულ ხეიბარ პროდუქციას; „თავისუფლების“, „ტოლერანტობის“, „პატრიოტიზმის“ სახელით, წლებია. აივსო ფიალა, ამათ კი უნდათ რომ ეს მემარცხენე ლიბერალური ბაქხანალია გაგრძელდეს. „ნეტარ არიან მორწმუნენი“ – შეუძლებელია, და თუ რატომ, ამ ყველაფერზე ვისაუბრებ ქვემორე.

კანონიკური ვერსიების მიღმა.
(!) ისეთ სოციალ-ეკონომიკურ დღის წესრიგს, რეგიონის მაჯისცემას მოწყვეტილ ბადეს გვთავაზობენ, რომელიც არათუ ამხელა დაფინანსების, გამორჩეული რეგიონის მთავარ არხს არ ეკადრება. ლოკალური მასშტაბის ფინაჩი ხელოსნების რომელიმე ყრუ-პროვინციელ, მაგრამ პასუხისმგებლიანი ბლოგერების წრეს შერცხვებოდა მსგავსი დაბალი ხარისხის პროდუქტის ტირაჟირება საკუთარ სოციალურ გვერდებზეც კი – არათუ მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობა. იქნებ ეპატიებოდათ კიდეც საკუთარი ხედვებისა, „იდენტობის პოლიტიკის“, მებრძოლი ანტიკლერიკალიზმის, ვაშა-პატრიოტიზმის ტრანსლაცია და დაცვაც კი, ანგაჟირებული წრეების მხრიდან – ეს რომ ნიჭიერად ეკეთებინათ. საინტერესო იქნებოდა ზემოქმედების ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის მაინც; როგორც ნეგატიური ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს საზოგადოებრივი ტელევიზია. სანახაობრივადაც ეფექტური რომ ყოფილიყო, გაჩუმდებოდი-თქო, ესთეტიკური შემადგენლის ხათრით წაუყრუვებდი მათ ეთერში ეთიკის არქონას, როგორც ამას მაგალითისათვის „ტვ-პირველი“, „რუსთავი“, „ფორმულა“ თუ „მთავარი“-ს შემთხვევაში აკეთებ. ისინიც ხომ უტიფრად, მაგრამ უდავოდ საქმის ცოდნითა და ნიჭით მოქმედებენ; ვიზუალი მაღალ დონეზე აქვთ, არ მოგწონს, გადართე. მათ შემთხვევაში მეტს არც მოითხოვ და კერძოა, თანაც დემოკრატიაა. არ ღიზიანდები – სწავლობ, მოწინააღმდეგის აზრთა წყობაში შედიხარ და პრევენციას უკეთებ მათ გეგმებს, ჭკვიანი ხელისუფალი… ღირსეულ მტერიც ხომ გაძლიერებს, ითვისებ მის მეთოდებს და ხელოვნდები. მაგიტომაც-თქო პატიობ ნიჭიერებას ხშირად იმას, რასაც უნიჭობას ვერა. მერედა, quod licet Jovi, non licet bovi. ბოლო-ბოლო დააბალანსებ ან გადაფარავ მათივე მეთოდებით თუ ძაან შეწუხდები მილიარდების პატრონი. მაგრამ არა აჭარის ტვ-ს შემთხვევაში; ჭაობს დაშრობის გარეშე, ისევე როგორც სისტუმერ შეცდომას გადაფორმატირების გარეშე ვერ მოერევი. ეს მიმბაძველობა მათი, ცუდი გემოვნება, ყოველგვარ ღირებულაბას მოკლებული და ზემოხსენებული არხების უნიჭო კოპირება ხალხის ფულით, აუტანელია. კიტჩია-თქო, შესაბამისად – სახალხო ფულის უყაირათო ხარჯვა და ეს უკვე სხვა მუხლია! არადა, წლებია სრული კარტ-ბლანში აქვთ, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის მოხიბვლა ვერა და ვერ მოახერხეს – გარდა რამოდენიმე ათეული არასამთავრობოსა, სამოქალაქო საზოგადოებად რომ პოზიციონირებს თავს და იცით რატომ? რადგან არაორგანული, ფესვებმოგლეჯილი, დაბალი სოციალური პასუხიმგებლობის აზრი ჟღერს მაგ მაუწყებლიდან. მოკლედ, ამიტომაც უცხოა ის ჩვენი მაღალი კულტურული იდეალიბის და მოთხოვნების კუთხისთვის! აბრალებენ წარუმატებლობას სხვას; ზეწოლას, მცირე დაფინსებას, შენობის არქონას, „ოცნებას“, პუტინს, ვოლსკის, გაბაიძე-რიჟვაძეს, ტრამპის ახალ მიდგომებს, პირადად ივანიშვილს აბრალებენ, ასლან ლორთქიფანიძესაც კი გაწვდნენ. ვის არა, დისკომფორტის შექმნას მათი წრის „კარმუშკისთვის“ – გარდა საკუთარი თავისა.
ესეც ჯანდაბას, მხოლოდ ამით რომ შემოფარგლულიყვნენ, კიდევ ასატანი იქნებოდა.
ყველაფერ ზემოთქმულთან ერთად ცეცხლაძე-კაპანაძის მიერ დროს არსებულმა საკადრო პოლიტიკამ თავი მოუყარა მანდ ისეთ ხალხს, რომელიც მორალურ ნიჰილიზმს ქადაგებს და კულტული რელატივიზმითაა გატაცებული. როდესაც ეს პირად სივრცეში ხდება, მათი ნება და პრობლემაა, როდესაც საზოგადოში, მით უფრო ხალხის ფულით – საზოგადოებრივი! სულისკვეთებით „გირჩის“ დარ პოლიტიკურ პარტიად აქციეს აჭარის მაუწყებელი. სწორედ რომ მსგავსი ტიპის დაჯგუფებად, რომელმაც ისევე როგორც აშშ-ში, „დემოკრატიულმა პარტიამ“ მაგალითისათვის; შეიარაღებაზე აიყვანა იდენტობის პოლიტიკა & ვაშა-პატრიოტიზმი, რომლის მეშვეობითაც საკუთარ რიგებში სხვადასხვა „ლიბერტინულ“ და არქაულ ნაცონალისტურ ნიადაგზე მდგომ პაწაწინა ჯგეფებს ერთიან პლატფორმაში მოუყარა თავი. შემდეგ კი „თავისუფლების“ დაცვის ეგიდით ოსტატურად მიმართა ტრადიციულ-კონსერვატორული პარადიგმის გამზიარებელი ხალხის წინააღმდეგ და ეს ჩემი ერის უდიდესი და ღირსეული ნაწილია. ჰგონიათ პროგრესს ემსახურებიან, საკუთარ თავს „პროგრესისტებადაც“ კი მოიხსენიებენ. განმანათლებლობის ანა-ბანაა: იყო კონსერვატორი, სულაც არ ნიშნავს მიჯაჭვულობას წარსულზე, როგორც მათ წარმოუდგენიათ მოპირისპირე ბანაკი გაუნათლებელ შავრაზმელებად. ეს ნიშნავს, იცხოვრო და იმოქმედო პრინციბებით, რომელსაც მარადიული ფასეულობა გააჩნია. სამშობლოს სიყვარული კი ქცევით, „რაციოთი“, მსახურით და არა სადღეგრძელოებითა და ისტერიული შეძახილებით ამტკიცო.

ამიტომაც, ნებსით თუ უნებლიეთ – ებრძვიან მარადიულ ღირებულებებს ჩვენი „პროგრესისტები“, რაც იწვევს ნეგატიური შედეგების ჯაჭვს უკვე მთელი რეგიონის მასშტაბითაც. ეს კი თავის მხვრივ, ყველაფერ ზემოხსენებულთან ერთად აჭარის არასწორი იმიჯის ფორმირებას უწყობს ხელს. რაც ისეთი რთული, მულტიკულტურული, საზღვრისპირა & ტრადიციული რეგიონისათვის როგორიც ჩვენია, დაუშვებელია, მეტიც – საშიში! ასე და ამგვარად გადაივსებიან რა ხოლმე ამ ნეოლიბერალური იდეებით, სოროსისეული პროპაგანდისტილი კლიშეებით და ჰგონიათ, რამე ახალი ღირებულების მიცემა შეუძლიათ სამყაროსთვის; ლამის კლასობრივ სიძულვილს აფრქვევენ სხვა პლატფორმებზე მდგომი მოქალაქეების მიმართ და ტრადიციულ ფასეულობებისადმი აგდებულ მიდგომებს ამჟღავნებენ როგორც პირად სოციალური სივრცეში, ასევე საზოგადოებრივი ტელევიზიის მეშვეობით (ვისაც ეჭვი შეგაქვთ, გადეხედოს აჭარის ტელევიზიის ზოგიერთი სახის პირად სოციალურ გვერდებს და თვალნათლივ დაინახავთ, თუ რა მიდრეკილებების ხალხს აქვთ ჩაგდებული ეს უმნიშვნელოვანესი მედიაბერკეტი), რაც დაუშვებელია. არადა აჭარის ტელევიზია ჩანაფიქრში, ჩვენი რეგიონის ბიომეტრიული პასპორტია ლამის. მან არა მხოლოდ საჭირბოროტო საკითხების აქტუალიზაცია უნდა მოახდინოს, კონვენციონალური მოედნობა იტვირთოს, ობიექტური და ამომწურავი სურათი დადოს არსებული გამოწვევებისა და რეგიონალური პრობლემების კეთილსინდისიერი ინვენტარიზაცია მოახდიონოს – არამედ წარმოაჩინოს რეგიონისა და ბათუმის საუკეთესო შვილები, გაშალოს რეგიონის ეკონომიკური და საგანმათლებლო პოტენციალი. თუ გნებავთ, კუთხის არისტოკრატია აღზარდოს კიდეც; პასუხისმგებლიანი, ოჯახის მოყვარული, ჯანმრთელი და მრავალმხრივ განათლებული მოქალაქეები. წარმოაჩინოს ჩვენი კუთხე როგორც მოწინავე საგანმათლებლო, ინდუსტრიული, ტურისტული, გამაჯანსაღებელი ცენტრი მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. არ არის ასეთი? ბიძგი მისცეს, სუნთქვა არ აცალოს მთავრობას და ბათუმის მუნიციპალიტეტს. მობილიზაცია გაუკეთოს სამოქალაქო საზოგადოებას, „იდეების ბანკი“ შექმნას ბოლო-ბოლო და გააკეთებინოს მათ ის, რაც გასაკეთებელია! ესაა საზოგადოებრივი ტელევიზიის დანიშნულება და არა აზარტული თამაშების, „პაპსასა“, „სელიბრითის“ ტინგიცის, ქსენოფობიისა თუ არატრადიციული ურთიერთობების წყაროდ გაცნობა აჭარის სამეზებლოსთვის. მოკლედ, თუ ბევრი არაფერი სხვა, ჩემი სტატიის პირველი ნაწილით, მაგათ „მაღალ იდეალებს“ ამოფარებულ ქვენარე, ნამდვილ მოტივაციას აეხადა მაშინ ფარდა და გამოაშკარავების შემდეგ, მასე უტიფრად მაინც არ უნდა მოეხდინათ ზეწოლა ახალ მენეჯმენტზე.
კოხრეიძის მიმართ.

სამწუხაროა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ახალი მენეჯმენტი არ წყვეტს ვარსკვლავებს. მენეჯმენტმა, რომელსაც მისიად ტელევიზიის დენაციფიკაცია და დეჰედონიზაცია ეკისრა, ვერ მოახერხა თანმიმდევრული, ღია და გააზრებულ პოლიტიკის გატარება ტელევიზიაში ახალი (ძველის ანტიპოდის) დისკურსის დასამკვიდრად. რაც სინმადვლეში არის მაგ ბედოვლათი ტელევიზიის ფუნდამენტური პრობლემა და არამც და არამც ისეთი ტექნიკური საკითხები როგორიცაა ნათია კაპანაძის „ფინანსური დარღვევები“, თუ თეა ცეცხლაძის „პარტაქტივის ბოგინი“. ტექნიკური საკითხები დიდიდან გამომდინარეობს, შედეგებია პირველმიზეზის-თქო. სუნ-ძის ერთი სიბრძნის არ იყოს, ახალი მენეჯმენტი; „ემსგავსება რა კაცს, რომელიც ტოტებს ურტყამს, ამ დროს კი ღერო აქვს მოსაჭრელი“. საქმე იმაშია, როცა ცვლი ბაზისს (თუ ცვლი, ან აპირებ), იცვლება ზედნაშენიც, მანდ კი ბაზისია შესავლელი-მეთქი და არა ტოტები დასასხეპი. სხვა დანარჩენი, მაგალითად „პაშას მაგიერ, მაშას მოყვანა“, წყლის ნაყვა, დროს გაწელვა და იმიტაციაა რეფორმის.

არადა, სწორედ რომ ახლაა საუკეთესო მომენტი ძირეული ცვლილებების ჩასატარებლად, უბრალოდ უნდა მიენდო დინებას; ჩვენს გარშემო განვითარებული მოვლენებიც კი გაგვიყვანს სამშვიდობოზე, მთავარია ალღო აუღო და არ შეეწინააღმდეგო იმას რაც ჯერ ერთი გარდაუვალია, მეორე კი – თავად გვკარნახობს სწორ არჩევანს თუ გულისყურით მოუსმენ.

არ ვიცი ესმის კოხრეიძეს თუ არა, მაგრამ ფაქტია – ის არ საუბრობს ღიად ამ თემაზე ცოცხალი თავით. 2 ვარიანტია, ან არ იცის დასავლურ სამყაროში მიმდინარე ეპოქალური ცვლილებების რაობის შესახებ (ვერ წვდება არსს), ანდა ვერ ბედავს გადაბმას. ახსნა ორივე შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ასეთი მაქვს; რადგანაც მასშტაბი ჩასატარებელი რეფორმის ბევრად აღემატება მისი პერსონის მასშტაბებს… სათქმელი ბევრია, მაგრამ არ გავუსწრებ მოვლენებს; იმაზე კი, თუ რატომაა მნიშვნელოვანი შეერთებულ შტატებში მიმდინარ პროცესებთან აქაური რეფომის გადაბმა მოგახსენებთ დეტალურად: მიბმულია ჩვენი დოქტრინა მათზე, სიმბიოტურად ვარსებობთ – შესაბამისად ცვლილებების წესი, სიღრმე და ზღვარიც გასატარებელი რეფორმის დამოკიდებულია შტატებში გაბატონებულ მეინსტრიმზე. და რაც არ უნდა ვიფარისევლოდ დამოუკიდებლობის ხარსხზე, ასეა ეს – ყველამ კარგად ვიცით. აქედან გამომიდნარეა ატმოსფეროც ტელევიზიაში და შანსიც მისი გაჯანსაღების, სწორი თეორიული ნიადაგის შერჩევაშია – რაც არ, ან ვერ ხდება აჭარის მენეჯმენტის მხრიდან. მაგალითისთვის, შტატებში მიმდინარე პროცსებისადმი აპელაციის ნაცვლად, აქ თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ათავისუფლებენ ან ადგილს უნაცვლებენ ამა თუ იმ არასასურველ კადრს. ფონად, რაიმე ტიპის გაკიცხვის ნაცვლად კი აქებენ – ნონსენსია. შემდეგ სასამართლო აბრუნებს მათ თავ-თავიანთ ადგილებზე, რაც აუცლიბლად ჩასატარებელ რეფორმას „მორალურ სიცხადეს“ უკარგავს – რეფორმა ბრკოლდება. ანომალიურია ესეთი ქცევის მოდელი, როდესაც სიმართლე, ხალხი, სამყაროც კი შენს მხარესაა ლამის. უფრო მეტია ვიდრე შეცდომა – საგნის არცოდნაა. თითის გაშვერაც სასამართლოსაკენ არასწორია – სასამართლოს გადაწყვეტილება მართებულია, მხოლოდ მის დამოუკიდებლობაზე მეტყველებს და არა აღდგენილი თანამშრომლის სიმართლეზე. როდესაც ფორმალური მიზეზით ათავისუფლებ, ის ფორმალური მიზეზით აბრუნებს – არ გაიმტყუნება. ამიტომაც არაა საჭირო ზედმეტი „მაკიაველიზმი“ აჭარის ტვ-ში; დალაგება, ჯგუფების დასუსტება-გაძლიერება, გახლეჩა, უსისტემო გაშვება-მოყვანა.., მხოლოდ სიმართლე და ღიაობაა ყველაზე მძლავრი იარაღი, მით უფრო ისეთ სენსეტიურ სფეროში როგორიც მედიაა, სადაც ნებისმიერი ტყუილი თუ ნახევრად სიმართლე ჰიპერტროფულად უბრუნდება წყაროს.
მით უფრო, როდესაც ხელთ გაგაჩნია ხალხის მანდატი ძირეულ ცვლილებებზე, მეგობარ ჩვენს ორიენტირ ქვეყანაში კი მიმდინარე პროცესები აჭარის ტელევიზიაში დასამკვიდრებელ, ახალი დისკურირსის სასარგებლოდ ლაგდება!
თავად განსაჯეთ, აჭარის მაუწყებელში გაბატონებული იდეოლოგია უნისონში იმეორებს ოფიციალური ვაშინგტონის წიანააღდეგ მიმართულ ყველა ნარატივს და თანაც სახეზეა თუ რაში გახლართა ნეოლიბერალიზმმა თავად აშშ. ამის დანახვას აღარ სჭირდება ამერეკანისტობა ან გეოპოლიტიკის გურუობა – „პროფანებისთვისაც“ კი ნათელია. განა ამის გათვალისწინებით ელემენტარული არაა, რომ უნდა იმოქმედო სხვაგავრად? სულიკვეთებიდან, გონიდან გამომდინარე და არა ბუკვალურად და ფორმალურად მიუდგე-მეთქი რეფორმას ტელევიზიაში – „ქარტიასაც“, „პროტესტანტებსაც“, მოყვრეებსაც, მიმიკრირებულ კონტინგენტს მანდ და მტერსაც! ანგრევს ეს იდეოლოგია სახელმწიფოებს, ყვრნის თაობებს, ანადურებს ოჯახებს, ძირს უთხრის ეკლესიას და მენეჯმენტის სისუსტეა, როდესაც უკეთესს ვერ მოიფიქრებ რა, და ფეისბუკის სტატუსის გამო გაათავისუფლებ ერთ-ერთ იმ თანამშრომელთაგან რომელიც ამ ყველაფრის ფლაგმანია მანდ. ახია – ვიტყოდი და ხმას არ ამოვიღებდი, რომ არა სურვილი კოხრეიძის მიერ წამოწყებული რეფორმა წარმატებით დასრულდეს.

ღია შეტევას უპირისპირდებიან ღია შეტევით, არგუმენტირეული პასუხებით, მათ დისკურსზე საკუთარი დისკურსის ნიჭიერი წარმოჩენით. მათ რუტინულ, ყავლგასულ და უინტერესო პროექტებზე საკუთარი, ალტერნატიული პროექტების და სახეების დაპირისპირება-გადაფარვით და არა ხელფასების აწევითა, როგორც ეს ახალი ბორდის შემთხვევაში მოხდა თუ ისეთი კადრების მოყვანით, რომელნიც ჯერ ერთი, იმავე დისკურსის მატარებელია და მეორე, უფრო მეტ კითხვებს ბადებს საზოგადოებაში ვიდრე თავის დროზე ოდიოზური კაპანაძე ან ერთგანზომილებიანი ცეცხლაძე.
მაგრამ მოვეშვათ გიორგი კოხრეიძეს კრიტიკას ტექნიკურ საკითხებზე; მას ისიც ეყოფა რაც შეხვდა თუ ელოდება უახლოეს მომავალში .., მხარში უნდა დავუდგეთ მას დიდში ყველაფრის მიუხედავად: მაგ საზოგადოებას და კოლექტივის იმ ნაწლს მივმართოთ რომლებსაც გარდა გაბატონებულისა, ვერ წარმოუდგენია აჭარის ტვ-ში სხვა დისკურსის გამოჩენა. დაფიქრებულიყვნენ მაინც; იქნებ, ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაანალიზებით რომ ისტორიის ბნელ, არასწორ და წაგებულ მხარეს დგანან. ეცადათ და გაეთავისათ ისიც, თუ რაში ყრიდა საბიუჯეტო სახსრებს წინა და იმის წინა, ყოვლად არაკომპეტენტური და ანგაჟირებული ადმინისტრაციები, მათთან დაახლოებული წრეები და რაში გახვიეს თავად ეგ ტელევიზია და ზოგადად ქვეყანაც მაგ სულიკვეთების, სუბკულტურის, მიდრეკილებებისა და რეფლექსიის ხალხმა.

We trust in Ameriсa
შესაბამისად, კოხრეიძეს რჩება ერთადერთი გზა – ის, რაც მაგ კოლექტივს და „პროტესტანტებს“ იარაღად აქვს მის და ზოგადად ტრადიციულ-კონსერვატორული ბანაკის წინააღმდეგ აღმართული, მიმართოს მათ წინააღმდეგვე. ამოეფაროს აშშ-ს! რადგანაც „მემარცხენე ლიბერალიზმად“; აჭარის ტელევიზიაში დღეის მდგომარეობითაც გაბატონებულ იდეოლოგიას მოიხსენიებს ის წყარო, საიდანაც იღვრებოდა მთელი ეს ნეოლიბერალური ნიაღვარი წლებია – ოფიციალური ვაშინგტონი! რომელიც თავის მხვრივ, ყველა ბერკეტით ავიწროვებს კიდეც მაგ იდეოლოგიის აპოლოგეტებსა და დამფინანსებლებს საკუთარ ქვეყანაში. ახალი მიდგომები, ნაკლებად თვალშისაცემი რომ იყოს, ნელ-ნელა უმცირებს დაფინანსებასაც – სოროსთან სიმბიოზში მყოფს, ოდესღაც „დემოკრატიული პარტიის“ მიერ წამოწყებულ გლობალურ პროექტების უმეტესობას. თუ რატომ მოქმედებს ასე დელიკატურად და უჩვეულოდ, კოვბოური უნარების მქონე შტატების პირველი პირი და; ძალზედ სერიოზულ მოწინააღმდეგესთან, უზარმაზარ ფულთან, ყველაფერზე წამსვლელ მომხრეებთან აქვს საქმე. ასევე შედარებით ახალ, ჯერ ვერფესვგადგმულ მის ადმინისტრაციასაც და თითო-ოროლა ტრამპის კადრს სახელმწიფო დეპარტამენტში and so on. მან კიდეც განაცხადა ეს ღიად, როდესაც ერთ-ერთ თავის ამოცანად შეერთებული შტატების „ჩრდილოვან მთავრობასთან“ ბრძოლა დაასახელა. მეტად საშიშ ფენომენს შეეჭიდა, რადგანაც ერთგანზომილებიან სამყაროში მცხოვრები, მარტივი, მომხმარებლის და მომხვეჭელობის რეფლექსიით, ფინანსურ-სპეკულაციური კაპიტალით გაძულუქებული, ტროცკისტთა შემართების დარი ფანატიკოსები (როგორც ახასიათებს ხოლმე ზოგადად ყველა ჯურის სექტანტს, რომელნიც რამოდენიმე ფრაგმენტზე დაყრდნობით „წმიდა წიგნიდან“ მთელ სწავლებას ფრივოლურ ინტერპრეტაციას უკეთებენ), ესენიც ვერ ხედავენ ერთიან სურათს. ერთიანი სურათის უმნიშვნელოვანესი ფრაგმენტი კი შემდეგშია; ის რომ ყველა ფაქტს თუ ისტორიულ მოვლენას მისი კონტექსტი გააჩნია – ტრუიზმია, მაგრამ არა ამათთვის; წარმოქნის, არსებობის და კვდმის მექანიზმების ობიექტური მიზეზები ამ ხალხისათვის უცხოა, ან მიუღებელი. საქმე იმაშია რომ, ნეოლიბერალიზმის იდეოლოგები; პროგრესისტობის, და კულტურის ლოზუნგების ქვეშ ძირს უთხრიან ცივილიზაციის საფუძვლებს; გამოდიან რა ღმრთის ნების წინააღმდეგ, რაც ეკლესიასთან ჭიდილში და ქილიკში აისახება. მაღალი სულიერ ფასეულობების, ეროვნული თავისებურებებისა და ტრადიციების დაკნინების ჟინით შეპყრობილნი, ანტიუტოპიური წყობისაკენ გზას კაფავენ ყველა მათ ხელთ არსებული მეთოდით – პრინციპით, «лес рубят щепки летят». ფასეულობათა მრავალფეროვნებას ამოფარებულები, გვინერგავენ ბიოლოგიის საწინააღმდეგო იდეოლოგიას, ერთადერთი და უცდომელი ჭეშმარიტების პრეტენზიით – ე.წ. „იდენტობის პოლიტიკას“. თავხედურად, ყველა სფეროში მათივე იდეოლოგიისათვის მისაღები რეალობის შექმნას ცდილობენ უმრავლესობის ნების და კაცობრიობის დიდი მასწავლებლების სიტყვის საწინააღმდეგოდ; დაწყებული განათლების სისტემის გამოშიგვნიდან, მისი უნარებამდე დაყვანით, ნარკოტიკების და „თავისუფალი“ წესის ცხოვრების პოპულარიზაციით, დამთავრებული ოჯახის ინსტიტუტის არქაიზაციის ინდოქტრინაციით მოზარდთა არამდგრად გონებაში. იქაური მედია კი ამ ერთობის ქვაკუთხედია, მათი „გოდოლის“ – ტრიბუნა და ორგანიზატორი, შესაბამისად ჩვენიც, მათი ასლი! ვინც არ ეთანხმება მიზნად ჰყავთ აჩემებული; „მემარჯვენეებად“, „რასისტებად“, „ნაციონალისტებად“, „კლერიკალებად“, „სექსისტებად“, „ჰომოფობებად“, „ტრანსფობებად“, „რუსეთუმეებად“, „ღრუზინებად“, „კონსერვატორ-ცენტრისტებად“, „ბნელად“ აცხადებენ და ხროვად ესევიან ხოლმე, როგორც ახასითებს ჯოგური ცხოვრების წესით მცხოვრებ არსებებს, რომელთა რეაქციები მხოლოდ „ცივი-ცხელითა“, კომფორტით, „გლამურით“, კონიუქტურითა და ვაშაპატრიოტიზმით თუ „კუჭით“ განისაზღვრება. ინდივიდუალიზმი და რაინდული მეთოდები უცხოა ამ წრისთვის, რადგანაც მარადიულ ფასეულობებს მოწყვეტილი იმიტატორები, ვერ შობს მაღალს! ამ წრეებში, ბიომასის ინსტინქტებია გაბატონებული! „წრეში“ – ვინც სომერსეტ მოემის არ იყოს, „ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ არა, თუ რა არის ფასეულობა“. ეს არაფერი იქნებოდა – მათი რიგების გაფართოვების საშიშროება კი ნულოვანი, იმდენად უსუსური და არამიმზიდვლელია მათი მრწამსი კარგი მოქალაქისთვის, რომ არა ერთი სამწუხარო ვითარება.

ამ კატეგორიას უპყრია მედიის სადავეები – ყველგან. პოსტმოდერნისტული სამყაროს ყველაზე საშიში იარაღი მათ ხელშია, არადა გარანტირებული ექნებოდათ „ფრიკების“ როლი. ეს ვითარება ანიჭებთ განუზომელ ძალაუფლებასაც, უტრენდებს შეხედულებებს და ორიენტირად აქცევს მომდევნო თაობებისთვის. მით უფრო საშიში ხდება ეს კომბინაცია ჩვენთან, როდესაც სახელმწიფო სუსტია, სამრეწველო კაპიტალი კი ჩანასახის მდგომარეობაშია და თუ რამე მუშაობს – გასართობი ინდუსტრიაა, ისიც ფინანსური კაპიტალის წყალობით, მანკიერი წრე. მერედა დონორებზე დამოკიდებულ და მყიფე, ლამის ასეთივე პოსტმოდერნისტული იდეოლოგიის მატარებელი, დოქტრინის დონეზე ქვეყნისთვის მაინც; ის american horror-ი ჩვენს თვალწინ რომ იშლება, აქ გაორმაგებულ დამანგრეველ ძალად მოგვევლინება სულ მალე, თუ შესაბამისმა ორგანოებმა პრევენციული ზომები არ მიიღო. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ვერც კი შეეწინააღმდეგები თუ ფორმალურად მიუდგები საკითხს და ღრმად არ იცი საგანი, იმდენად შენიღბულად ჟონგლიორობენ „კეთილი ზრახვებით“ მედიის ამჟამინდელი მესაჭეები და მათი მფარველები სხვა ინსტიტუტებში. სიტყვაზე, თუ ვინმეს ჰგონია რომ „იმედი“ ან „საზოგადოებრივი“ მაგალითისთვის სხვა დისკურსის მატარებელია იმის გამო რომ, მეტ ლოიალობას იჩენს თუნდაც „ოცნების“ მიმართ, სრული პროფანია ზემოქმედების ტექნოლოგიებში. რადგანაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელიმე ღონისძიების ან „ოცნების“, თუ ტრადიციულ-კონსერვატორული პარადიგმის მხარდამჭერის „სპიჩების“ გაშუქებას, როდესაც „ფონური“ გადაცემების უმეტესობა სწორედ რომ საწინააღმდეგო დისკურსის მქონეა. მოკლედ, ერთადერთი არხი, რომელიც ასე თუ ისე აჰყვა ახალ ტალღას ეს „POSTV“-ა, მაგრამ მათ სიმძლავრეები არ ჰყოფნით, ასე რომ ვერანაირად ვერ გადაფარავენ დანარჩენ მაუწყებლების მიერ შექმნილ რეალობას. რომელიც თავის მხვრივ შობს შესაბამის ცნობიერებას და შემდგგომ კი ისახება ქცევაზე, რაც განაპირობებს არჩევანსაც. ამას იმიტომ ვშლი ასე, რომ მავანში არსებობს პრიმიტიული წარმოდგენა; თითქოს საკმარისია ადამიანს უთხრა სწორი ფაქტი და ის იცვლის შეხედულებას, არასოდეს! ადამიანის „გადაკოდირება“ მხოლოდ დისკურსის შეცვლით ხერხდება. ასე რომ, მთელი ქართული სატელევიზიო სივრცე ამ ძალების სინეკურა გამოდის და სწორება CNN-სა ან MSDNC-ზეა, და არა FOX-news_ზე, მაგალითად – შესაბამისი გვერდითი ეფექტებითურთ და აქედან წარმოებული სიტუაციებით. ამაზე არ, ან ვერ ფიქრობენ შესაბამისი პირები ვისაც ვითარების გარდატეხა ხელეწიფებათ. დირექტივა კი გასაგები მიზეზების გამო აშშ-დან, როგრორც ეს ბუში-ობამას ადმინისტრაციების დროს ხდებოდა, მოსული არაა. თუმცაღა – როგორც თავადაც ხვდებით, ესეც უკვე გარდაუვალი, დროის საკითხია, რადგანაც ის დრამატურგია რაც მეგობარ ოკანის გაღმა ქვეყანაში იშლება, როდია მხოლოდ ამერიკული ფენომენი. ქართულ მასმედიაშიც გაბატონებული ძალების ანტიპოდები იმარჯვებენ დანარჩენ ევროატლანტიკურ სივრცეში. თემაში გაურკვეველმა, ან ამ ძალების მიერ დამუშავებულმა სუბიქტმა ეს მტკიცებულება, რუსულ ფეიკად რომ არ მონათლოს, ორიოდე ნიშანდობლივ მაგალითსაც მოვიყვან და დავამთავრებ კიდეც ამ ნაწილს. რადგანაც ვხვდები რომ გადაღალეთ. მაგარამ სხვაგვარად, დეტალებში ჩაღმავების გარეშე ვერანაირად აიხსნებოდა ეს. მსგავსი დიაგნოზი, მეთოდები, და შესაბამისად მკურნალობა გვმართებს ჩვენც და თუ ვინმეს გირთულდებათ წინამდებარე ტექსტის კითხვა, გიხსნით; შემეძლო სტრუქტურულად ბევრად მარტივად დამეწერა, მაგრამ გამოვიდოდა მარტივი და არაფრის მომცემი, რადგანაც საკანცელარიო სიმარტივით და ლოგიკით არ შეიძება მიუდგე მრავალი შრისგან შემდგარ თემას.

Клин вышибают клином.
პირველი; საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) თეთრი სახლის წარმომადგენლის მოადგილედ მერიტ კორიგანი დაინიშნა, რომელიც აცხადებდა, რომ ქვეყანა „ტირანული ლგბტ დღისწესრიგის“ გამტარებელი „ჰომო-იმპერიის“ კლანჭებშია მოქცეული. წარმოუდგენელი ამბავი ორიოდე წლის წინ. მეტიც, სოციალურ ქსელში მან დაპოსტა: „ლიბერალური დემოკრატია ომის ფრონტია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს მათ მიერ, ვისაც ფუნდამენტურად ეზიზღება არა მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესი, არამედ თავად სიცოცხლე.“ ასევე „ამერიკის ხმას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს იმავე წრეებიდან და რეფლექსიით. გავშალოთ ეს დასკვნითი ეტიუდი და ლეგენდარულ ამერიკელ პუბლიცისტს ჰარი ბაუერსაც მივცეთ სიტყვა. ეს მოსაზრება მან Washington Examiner-ში გამოაქვეყნა სულ ახლახანს სათაურით, „როგორ დავანგრიოთ ამერიკა შიგნიდან“. აი რას წერს ბაუერი: „რომ გნდომებოდათ ამერიკის განადგურება, რას გააკეთებდით? პირველი რასაც გააკეთებდით, ეს აიყვანდით კონტროლზე განათლების სისტემას და ასწავლიდით ბავშვებს, რომ ისინი ბოროტების ქვეყანაში ცხოვრობენ. მაშინ თქვენ შეძლებთ ძირი გამოუთხაროთ პოლიციას და არმიას. თქვენ გამოიყენებთ ნებისმიერ შესაძლებლობას რომ დაჰყოთ ხალხი, რასების, რელიგიის და კლასების მიხედვით – ამას იდენტობის პოლიტიკა ჰქვია, რაც ჩვენთანაა გაბატონებული. თქვენ ასევე თავს დაესხმებოდით ეკლესიას. თქვენ ასწავლიდით ბავშვებს რომ ღმერთი არ არსებობს… თქვენ განდევნიდით ლოცვას სკოლებიდან, და სისტემურად მოაშრებდით საზოგადოებრივი სივრცეებიდან. თქვენ ეტყოდით ხალხს რომ ეკლესია თანამედროვე ფაშიზმის ნაირსახეობას წარმოადგენს, რომ ის უნდა გაიკიცხოს და დაიხოროს. თქვენ ეცდებით ჩაანაცვლოთ ტრანსცენდენტური მეცნიერებით, მაგრამ ეს იქნებოდა არა ობიექტური, არამედ პოლიტიზირებული მეცნიერება. თქვენ არ შეჩერდებით ეკლესიაზე – თქვენ დაასუსტებთ რაც შეიძლება მეტ ფუნდამენტურ ინსიტუტებს. თქვენ ამას პროგრესის სახელით გააკეთებდით და მასმედიას აქცევდით პროპაგანდისტულ ბერკეტად ამ ე.წ. პროგრესული აზროვნების, სადაც ობიქტური ჭეშმარიტება უკვე არანაირ როლს არ ასრულებს. თქვენ დაანგრევდით ამერიკის ფუნდამენტს იმით რომ ჩაგენერგათ ხალხში, რომ კაცები ზედმეტები არიან ბავშვების აღზრდაში. თქვენ დაარწმუნებდით ადამიანებს რომ მათი არდაბადებული ბავშვების მკვლელობა – ადამიანის უფლებებია, ქალის არსი და არა ბარბაროსული ქმედება. ყველაფერი ეს მოხდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო 50 წლის განმავლობაში. თუ ოჯახური ძალები და რწმენა არ გამოჩნდება უახლოეს მომავალში, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს რესპუბლიკას“. დაბოლოს ტრამპმაც ღია ტექსტით განაცხადა იმაზე თუ რა ხდება სინამდვილეში ამერიკაში – მთელი მემარცხენე ლიბერალური ძალების და მათ შორის ქართული მეინსტრიმული მედიის გულის გასახეთქათ. გააკეთა ეს სიმბოლურ დღეს და შტატების ყველაზე სიმბოლურ ადგილას; რაშმორის მთასთას, დამოუკიდებლობის დღეს და ამით ფაქტიურად ომი გამოუცხადა იმ ძალებსაც ვინც მაგალითისთვის, აჭარის ტელევიზიაში ამოფარებულია ე.წ. „ევრო-ატლანტიკურ“ არჩევანს და ცხოვრების სტილს: „ეს ახალი, უკიდურესად მემარცხენე ფაშიზმია რომელიც ითხოვს თავისადმი აბსოლუტურ მორჩილებას. თუ არ ლაპარაკობთ მათ ენაზე, არ ასრულებთ მათ რიტუალებს, არ კითხულობთ მათ მანტრებს და მათ აღთქმებს არ ასრულებთ მაშინ ცენზურას დაექვებდებარებით, განდევნას, შავ სიებში შეტანას, დევნას და დასჯას. ეს მემარცხენე კულტურული რევოლუციაა რომელიც მოწოდებულია ამერიკული რევოლუციის დამხობისაკენ… თუკი თქვენ უყურებთ ყალბი ამბების მედიას – CNN-ს ან MSDNC-ს, გეგონებათ, რომ მკვლელები, ტერორისტები, ავაზაკები, დამრბევები, მაროდიორები, მთელს მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი, შესანიშნავი და კეთილი ხალხია. CNN ის რეპორტაჟები არის პირდაპირი მოწოდება დესტაბილიზაციის და ქვეყნის დამხობის. ის აღვივებს შუღლს, პრაქტიკულად მოუწოდებს სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ“. ვიცი რომ ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ, უმეტესობას თვალწინ წარმოგიდგათ ქართული მეინსტრიმული მედიის პრიზმაში გარდატეხილი საქართველოც. თუ ვინმეს არა, გაიხსენეთ აბა „გავრილოვის ღამის გმირები“, ვის მხარეზე იდგა ქართული მედია, „სელიბრეთების“ მიერ ხბოს აღტაცებით მონაყოლი „გმირი ვაჟა ექიმის“ თავგასავალი გაიხსენეთ, „გმირი მამა პეტრე“ – აი ჩვენს ეკლესიას რომ ბორჯიას ბუნაგად ხატავდა მთელი ქართული ჟურნალისტიკის აპლოდისმენტების თანხლებით, სხვა სიმულაკრი „გმირებიც“ გაიხსენთ, მიკროფონებით მორბენალი სამხდრო ფორმებში გამოწყობილი ნაცაქტივისტები და სხვა ბვრი რამ … ერთი დიდი სიმულაცია, დაშენებული ნეოლიბერალურ ფუნდამნტზე, რომელსაც ჰქმნის წლიაბია ქართული მეინსტრიმული ტელეინდუსტრია და სადღაც ბოლოში მოჩანჩალე, მათზე აყოლილი აჭარის ტელევიზიაც!..

ფაქტები, ნიანსები, სიუჟეტური ხაზები ბევრია, იმდენი რომ ერთ მოზრდილ კულტოროლოგიულ კვლევას არ ეყოფა, ამიტომაც ვამთავრებ სტატიის ფორმატის შესაბამისად. მხოლოდ ერთ ალუზიასღა ვამატებ პოსტ სკრიპტუმად / 50-იან წლებში, შტატებში, ერთ-ერთ სამხეხრეთ შტატში ცხოვრობდა ფერმერი, რომელსაც ჰყავდა ქათამი სახელად მაიკლი. მიაჭრა ერთ დღესაც თავი ქათამს ჩვენმა ფერმერმა და მას მერე, საოცრებავ – ქათამმა კიდევ ნახევერი წელი იცხოვრა. დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ წყალი არ გაუვა, ნამდვილი. მეცნიერები იკვლევდნენ რა ფენომენს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქათამს ისეთი განუვითარებელი ტვინი ჰქონდა, ორგანიზმმა ვერც კი შეამჩნია მისი არქონა. მასე სჭირთ-თქო ამ ჩვენს ნეოლიბერალებსაც, დარბიან რა მოკვეთილი თავებით და ვერც ხვდებიან, რომ ამერიკაში ხელისუფლება შეიცვლა, იქ მიმდინარე დისკურსების ომი კი (რომელსაც უბირი ქართული მედია საგულდაგულოდ მალავს, ან მნიშვნლობას აკნინებს), მათი იდეოლოგიის დამარცხებით სრულდება, სულ ცოტარა რჩება happy ending-ამდე!.. აი ასეთ უთავო ძალებს ეჭიდება-მეთქი აჭარის ტელევიზიაში გიორგი კოხრეიძე, რაც მისგან სხვა სტრატეგიას და მესიჯ-ბოქსაც მოოითხვს და ზოგადად ყველასგან, ვინც მაგ გეზს უპირისპირდება საკუთარ სფეროებში – „დრონი მეფობენ და არა მეფენი“.

 

დავით ჩხარტიშვილი

გაგრძელება იქნება