რა საფრთხეს ქმნის აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის გამწვავება, ანუ გლობალური გადანაწილების დასაწყისი

რა საფრთხეს ქმნის აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის გამწვავება, ანუ გლობალური გადანაწილების დასაწყისი, რომელიც ყოველთვის იწყება პატარა, ნაკლებმნიშვნელოვანი, თუმცა ძალიან მოწყვლადი რეგიონიდან?

რა საფრთხეს ქმნის აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის გამწვავება, ანუ გლობალური გადანაწილების დასაწყისი

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა ურთიერთობები ყოფილი საბჭოთა კავშირის ორ ქვეყანას – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს კონფლიქტი, რომელიც თავდაპირველად წარმოიშვა მთიანი ყარაბახის სადავო ტერიტორიის მფლობელობასთან დაკავშირებით, მრავალი წლის განმავლობაში ღვივდება და დროდადრო გადაიზრდება ხოლმე საზღვრისპირა ხანმოკლე შეიარაღებულ დაპირისპირებაში. დღევანდელ კონფლიქტში კი ასევე შეიძლება ჩათრეული აღმოჩნდეს რეგიონის კიდევ ერთი ქვეყანა, საქართველო. და არ მხოლოდ იგი, არამედ, შესაძლოა, რეგიონის სხვა ქვეყნებიც.

საინფორმაციო სააგენტო NLN-ის კორესპონდენტმა მოკლე ინტერვიუ ჩაწერა ცნობილ პოლიტოლოგთან, რეგიონალური და გლობალური კონფლიქტების შეფასების სპეციალისტთან, ანალიტიკური სააგენტოს „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი“ ხელმძღვანელთან, ბატონ დავით ფურცხვანიძესთან, და კომენტარის გაკეთება სთხოვა მას აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ბ-მა დ. ფურცხვანიძემ აღნიშნა, რომ სიტუაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიძაბა 12 ივლისს, ადგილობრივი მასშტაბის მორიგი კონფლიქტის გამო, თუმცა ამჯერად იგი შეიძლება სერიოზულ სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამჯერად ბრძოლა არ მიდის თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბახისთვის, რომელიც მსოფლიოს ყველა პოლიტიკურ რუქაზე აზერბაიჯანის ტერიტორიადაა მიჩნეული, თუმცა მას ფაქტობრივად სომხეთი აკონტროლებს.

არა მხოლოდ საფრთხის შემცველი, არამედ ძალიან უცნაურია, რომ სამხედრო დაპირისპირება ხდება ყარაბახიდან ასობით კილომეტრში, ანუ მხარეებს შორის სადავო ტერიტორიის გარეთ, აზერბაიჯანის თოვუზის რაიონში, კონფლიქტური მხარეების საზღვარზე და საქართველოდან 40 კილომეტრში. უნდა აღინიშნოს, რომ თოვუზის რაიონი აზერბაიჯანის ძირითადი ენერგორესურსებისა და სტრატეგიული ობიექტების უმსხვილესი კვანძია. ამდენად, უკვე გასაგები ხდება მხარეების ურთიერთმუქარების მოტივაცია ხან მინგეჩაურის წყალსაცავის კაშხალის, ხან კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი ნავთობის და გაზსადენების აფეთქებით. ბუნებრივია, ეს გამოიწვევს უსაშინელეს კატასტროფას, რომელიც შეიწირავს ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლეს.

ეს კონფლიქტი ამჯერად ადვილად შეიძლება გადაიზარდოს რეგიონალურ ომში, სულ მცირე, თურქეთის, რუსეთის და საქართველოს მონაწილეობით. სიტუაციის ამგვარად განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ სომხეთი, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, რომელშიც რუსეთიც შედის, სარგებლობს საერთო თავდაცვის უფლებით, როგორც ОДКБ (CSTO)-ს სხვა წევრ სახელმწიფოებთან, ხოლო აზერბაიჯანს, როგორც თურქეთის ”უმცროს ძმას”, აშკარად ეიმედება ნატო-ს დახმარება.

ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა დონეზე ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მონაწილეობით.

დავით ფურცხვანიძემ NLN–ს რედაქციას მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელშიც დაწვრილებით არის გაანალიზებული კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და არსებული სიტუაცია. ინტერვიუს, რომელიც გამოქვეყნდება მისი ორგანიზაციის საიტზე www.eslgeorgia.online და სხვა პროფილურ საინფორმაციო რესურსებში, უახლოეს დღეებში გაეცნობიან გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების დარგის სპეციალისტები და ფართო საზოგადოება.