კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 55 ოჯახს ფართები გადაეცემა

კახა კალაძის თმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 55 ოჯახს ფართები გადაეცემა

“კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს მალე გადაეცემათ ბინები, ეს ვალი სახელმწიფოს 90-იანი წლებიდან აღიარებული აქვს. დაახლოებით 3500 ოჯახზე არის საუბარი და ბევრი მათგანი უკვე ბინის მოლოდინშია.

გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა ზემო ფონიჭალაში და გვყავს გამარჯვებული კომპანია “პერსპექტივა”, რომელიც 55 ოჯახს დააკმაყოფილებს თეთრი კარკასით. თანმიმდევრობას და რიგითობას რაც შეეხება სოციალური ქულების მეშვეობით მივაწოდებთ ბინებს მოსახლეობას” – განაცხადა ქალაქის მერმა.

წყარო: exclusivenews.ge