აბორტებმა იკლო, მაგრამ შობადობა არ გაზრდილა: „საქსტატის“ მონაცემები

საქართველოში ორსულობის შეწყვეტის მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ ეს შობადობაზე არ ასახულა – ბოლო 10 წელიწადში შობადობა 15%-ით შემცირდა.

 

აბორტებმა იკლო, მაგრამ შობადობა არ გაზრდილა: „საქსტატის“ მონაცემები

 ბოლო 10 წელიწადში საქართველოში აბორტების რიცხვი 11,1%-ით შემცირდა და 2019 წელს შეწყვეტილი ორსულობის რაოდენობამ 21,6 ათასი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

აბორტების საერთო რაოდენობიდან 2 ათასი მინიაბორტია, რომელიც ორსულობის ადრეულ ვადაზე კეთდება.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს არ დაფიქსირებულა არც ერთი აბორტი 15 წლამდე გოგონათა შორის. ასევე იყო 2018 წელსაც. ბოლო 10 წელიწადში სტატისტიკა სულ 152 ასეთ შემთხვევას ითვლის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასევე აქვეყნებს მონაცემებს აბორტების შესახებ 15–19 წლის პირთა შორის. მათი რაოდენობა 2019 წელს იყო 450. ბოლო 10 წელიწადში რაოდენობა სამჯერ შემცირდა.

მონაცემების თანახმად, აბორტების ყველაზე მეტი რაოდენობა მოდის 20-დან 44 წლამდე ასაკზე. 2019 წელს მაჩვენებელი 20973-ს შეადგენდა. კიდევ 182 აბორტი გაკეთდა 45 წელს ზემოთ ქალებში.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში შობადობა ბოლო 10 წელიწადში 15%-ით შემცირდა. 2019 წელს ქვეყანაში 48,3 ათასი ბავშვი დაიბადა. მშობიარეთა ყველაზე დიდი რაოდენობა 25-დან 29 წლამდე ასაკისაა.

ამავე დროს, საქართველოში ბოლო 10 წელიწადში ხუთჯერ გაიზარდა 45 წელს ზემოთ ასაკის ქალთა მშობიარობის შემთხვევები, ხოლო 20 წელს ქვემოთ ასაკისა სამჯერ შემცირდა.

“სპუტნიკ-ჯორჯია”