აშშ პოლონეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს განათავსებს

აშშ პოლონეთში 1 000 ჯარისკაცს განათავსებს, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

 

აშშ პოლონეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს განათავსებს

„ჩვენს ქვეყანაში სულ მცირე 1 000 ჯარისკაცი განთავსდება. გვეყოლება ამერიკული სარდლობა პოლონეთში, რომელიც ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ განლაგებულ ჯარებს გაუწევს ხელმძღვანელობას, ”- განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 12 000-მდე ჯარისკაცს გაიყვანს. მისივე თქმით, დაახლოებით 5,600 სამხედრო მოსამსახურე ნატო-ს წევრ ქვეყნებში გადანაწილდება, 6,400 ჯარისკაცი აშშ-ში დაბრუნდება.

“აიპიენი”