ჩინეთმა კორონავირუსის გამო უნდა გადაიხადოს – ტრამპი სულ უფრო ბრაზობს

აშშ-ს ლიდერს სურს, რომ ჩინეთმა, რომელიც, მისი აზრით, დამნაშავეა მსოფლიოში კორონავირუსული პანდემიის გავრცელებაში, დიდი ფულადი ჯარიმა გადაიხადოს.

ჩინეთმა კორონავირუსის გამო უნდა გადაიხადოს - ტრამპი სულ უფრო ბრაზობს

 ჩინეთი დამნაშავეა COVID-19–ის პანდემიაში და ამისთვის მან უნდა გადაიხადოს, განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მინდა, რომ ჩვენმა ხალხმა იცხოვროს და იცხოვროს კარგად. მათი ბრალი არ არის, რომ ჩინეთმა ეს პანდემია მოიტანა — ეს ჩინეთის ბრალია“, — ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტის შეკითხვას.

ამერიკის ლიდერის თქმით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ოფიციალურმა პეკინმა პანდემიის საფასური გადაიხადოს.

მანამდე დონალდ ტრამპმაგანაცხადა, რომ სულ უფრო ბრაზობს ჩინეთზე იმის გამო, რომ კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიამ აშშ–ს უზარმაზარი ზარალი მიაყენა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში 17 591 973 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 679 439 და განიკურნა 10 330 970 ადამიანი.

“სპუტნიკი”