კობა დავითაშვილის ჯანმრთელობა ჩვენი შვილებისთვის გაღებული მსხვერპლია – ირმა ინაშვილი

კობა დავითაშვილისთვის მადლობა მე და ჩვენ გვაქვს სათქმელი და არა პირიქით. მისი ჯანმრთელობა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი აცხადებს და სოციალურ ქსელში წერს:

კობა დავითაშვილის ჯანმრთელობა ჩვენი შვილებისთვის გაღებული მსხვერპლია – ირმა ინაშვილი

„იმდენადაა აჩქარებული ჩვენი ცხოვრების ტემპი, იმდენად ვართ დატვირთული ყოველდღიური პრობლემებით, საქმით, ხმაურით, რომ ზოგჯერ ვეღარც ვხედავთ ერთმანეთს. ვერ ვგრძნობთ, ვის ვჭირდებით. ვერ ვაცნობიერებთ, სად უნდა ვიყოთ. ვერ ვგულისხმავყობთ, რა არის მთავარი და რა- მეორეხარისხოვანი. რა მოითმენს და რა- ვერ…

კობა დავითაშვილი იმსახურებს! ის იმსახურებს! ჩვენ უნდა ვხედავდეთ, ვის წინაშე ვართ ვალში…ვის უნდა ვუფასებდეთ ბრძოლას. მადლიერება სათნოებაა. კობა დავითაშვილისთვის მადლობა მე და ჩვენ გვაქვს სათქმელი და არა პირიქით. მისი ჯანმრთელობა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. ეს ჩვენი შვილებისთვის გაღებული მსხვერპლია. კობა, გმადლობ შენ!!!

P. S. ამჯერად კობამ მოგვისხმო. მე მინდა, როცა გაგვიჭირდება, ან როცა გაგვეხარდებამოხმობის გარეშე დავინახოთ ერთმანეთი“.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც კობა დავითაშვილმა სახელმწიფოს მძიმე სენთან ბრძოლისთვის დახმარება სთხოვა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა ის წამლის ფულით უზრუნველ​ყვეს.

“პრაიმტაიმი”