მსოფლიოს “მთავარი ექიმი” გებრეიესუსი: ახალგაზრდებო, დამნაშავენი თქვენ ხართ!

მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში გამოცხადებული COVID-19-ის “მეორე ტალღა”, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) თავკაცის, ეთიოპიელი ტედროს გებრეიესუსის აზრით, ახალგაზრდობის დაუდევრობით არის გამოწვეული, რადგან ახალგაზრდები, თურმე, არ იცავენ თავდაცვის აუცილებელ წესებს.

მსოფლიოს "მთავარი ექიმი" გებრეიესუსი: ახალგაზრდებო, დამნაშავენი თქვენ ხართ!

ამის შესახებ ჯანმოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი.

“Good morning, good afternoon and good evening. ” – ასე ესალმება გლობალისტური ორგანიზაციის დირექტორი მსოფლიოს. შემდეგ, ციტატა:

“კოვიდ 19-ის აფეთქება ზოგიერთ ქვეყანაში, არსებული მონაცემების თანახმად, ნაწილობრივ დაკავშირებულია ახალგაზრდა ადამიანების ქცევით, რომელთა შედეგად საზაფხულო სეზონში, მსოფლიოს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, შესუსტდა დამცავი ბარიერები” – აცხადებს გებრეიესუსი.

ჯანმოს დირექტორი, რომელიც აშშ-ის პრეზიდნეტის, ტრამპის გაღიზიანებას იწვევს, მოუწოდებს ახალგაზრდებს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები ისე, როგორც ყველამ უნდა დაიცვას. “ახალგაზრდებიც შეიძლება დაავადდნენ, მოკვდნენ და გადასდონ ვირუსი სხვებს” – განსაკუთრებული საზეიმო ხაზგასმით არის აღნიშნული ჩინოვნიკის განცხადებაში.

ახალი არაფერი ხდება. “ჯანმო” გაუთავებელი ლაპარაკით არის დაკავებული, მისი გაკეთებული საქმე კი არ ჩანს.