ამერიკული ბიოლოგიური პროგრამა ცალკეული ეთნოსების, მათ შორის, კავკასიელების გენეტიკის გამოყენებით

ფანტასტიკის სფეროს ჰგავს, მაგრამ “ეთნიკური იარაღის” შექმნა ბიოლოგიურ საფუძველზე, სამწუხაროდ, პრინციპში შესაძლებელია. ამის შესახებ პერიოდულად ჟონავს ინფორმაციები, ეს თემა, დიდი ხანია, აღარ არის მარგინალური.

ამერიკული ბიოლოგიური პროგრამა ცალკეული ეთნოსების, მათ შორის, კავკასიელების გენეტიკის გამოყენებით

დღესდღეობით, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ არსებობს ისეთი იარაღი, რომელსაც პირობითად “ეთნიკური იარაღი” ეწოდება, რომ შესაძლებელი იყოს, მხოლოდ გარკვეული ეთნოსების, ეთნოსთა ჯგუფის თუ რასის წარმომადგენლების დასნეულება ვირუსებითა და ბაქტერიებით. თუმცა, ვიმეორებთ, ამ მიმართულებით კვლევები დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ სამხრეთ აფრიკის აპარტეიდული რეჟიმი ცდილობდა ასეთი იარაღის შექმნას, რომელიც მხოლოდ შავკანიანებზე მოახდენდა თავის მომაკვდინებელ გავლენას.

ეს შავბნელი ზრახვები აპარტეიდის რეჟიმს არ აუსრულდა, სხვა რეჟიმების ცდებიც მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე, ამ მხრივ, წარუმატებელი აღმოჩნდა. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ დასავლურმა რეჟიმებმა შეწყვიტონ ეს არაადამიანური კვლევები და თავიანთი რესურსები, სამეცნიერო პოტენციალი და ენერგია მიმართონ მსოფლიოს ხალხების გაჯანსაღებისკენ, ისინი განაგრძობენ ასეთ საეჭვო კვლევებს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს გერმანული ბიოლოგი-გენეტიკოსი, ჰამბურგის უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაცია “გრინპისის” ექსპერტი იან ვან აკენი გაზეთ “Die Welt”-ის საშუალებით გაფრთხილებით გამოვიდა:

“გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ეთნიკური იარაღი, სამწუხაროდ, შესაძლებელია. გენეტიკოსებმა და ვირუსოლოგებმა, ბოლოსდაბოლოს, უნდა გადავხედოთ ჩვენს დღევანდელ წარმოდგენებს, რათა სულ რამდენიმე წელიწადში სულელის პოზიციაში არ აღმოვჩნდეთ” – ამბობს გერმანელი ბიოლოგი ამ ინტერვიუში და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს ეთნო-გენების მონაცემთა ბაზებში შენახვა და არც ასეთი ბაზები უნდა არსებობდეს საერთოდ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვინაიდან ტერორისტულ ორგანიზაციებს თავიანთი ძირგამომთხრელი საქმიანობა არსებითად გაუადვილდებათ.

მაგრამ ზუსტად ამ მოწოდების საპირისპიროდ მოქმედებენ ამერიკელი სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიები, ანუ ე. წ. “ლუგარის ლაბორატორიის” ტიპის დაწესებულებები. ამერიკელები აქტიურად აგროვებენ სხვადასხვა ეთნოსების გენეტიკურ მასალას. ამის მცდელობა მათ რუსეთშიც ჰქონდათ, რის შესახებ 2018 წელს პირდაპირ განაცხადა რუსეთის რადიოაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების უფროსმა, გენერალმა იგორ კირილოვმა. გენერალმა ისიც დააკონკრეტა, თუ რომელი რეგიონებიდან გაჰქონდათ ამერიკელებს ბიომასალები. ეს რეგიონებია: რუსეთის შორეული აღმოსავლეთი, ურალი და გენეტიკურად ქართველების ახლო მონათესავე ხალხებით დასახლებული ჩრდილოეთი კავკასია.

თუმცა ამერიკული “ეთნიკური იარაღის” შემუშავების ცდები მხოლოდ რუსი გენერლის განცხადებებიდან როდია ცნობილი; პენტაგონი ოფიციალურად უარჰყოფს ასეთი ცდების ჩატარებას, მაგრამ პარალელურად, თავადვე უშვებს ინფორმაციების გაჟონვას. ასე მაგალითად, ღია წვდომაშია რეზიუმე სამხედრო კვლევის შესახებ – BIOTECHNOLOGY: GENETICALLY ENGINEERED PATHOGENS, რომელიც ცოტათი მაინც ჰფენს შუქს იმაზე, თუ რა მიმართულებით ვითარდება ამერიკული ბიოლოგიური კვლევები. დოკუმენტის თანახმად, პენტაგონის სპეციალისტთა ჯგუფი მუშაობდა ხუთ, გენეტიკურად შეცვლილ, პათგენზე, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ბიოლოგიურ იარაღად. საუბარია ორი ვირუსისგან შემდგარ ბიოლოგიურ კომპლექსებზე, ასევე ისეთებზე, რომლებსაც, ებოლას ვირუსის დარად, შეუძლიათ ცხოველისგან ადამიანზე გადასვლა. ამასთან ერთად, არსებობენ ე. წ. “უხილავი” ვირუსები და “დიზაინერული დაავადებები”; ეს უკანასკნელნი ისე იცვლებიან, რომ შესაძლებელია მათი მორგება გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებზე.

რუსეთის გარდა, გენეტიკური მასალის შეგროვება ამერიკელების მიერ ჩინეთშიც მოხდა. ერთი პროექტის ფარგლებში შეგროვილ იქნა ჯანმრთელი და კიბოთი დაავადებული პაციენტების ბიომასალების, მეორეს ფარგლებში კი თავი მოუყარეს ჩინელი პაციენტების 349 შრატის სინჯს. გარდა ამისა, არსებობდა სხვა პროექტებიც, რომელთა შედეგად შეგროვილ იქნა ლიმფომიანი პაციენტების დნმ-სინჯები და პაციენტთა სხვა ჯგუფების ათასობით სინჯი.

ფართო საზოგადოებას მოეხსენება, რომ ამერიკა ერთადერთი ნაციაა მსოფლიოში, რომელმაც ბირთვული იარაღი პრაქტიკაში გამოიყენა და ჰიროსიმასა და ნაგასაკის ასეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ამოხოცა. თუმცა ნაკლებად არის ცნობილი ამერიკელების “ღვაწლი” ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში. პირველობა ამერიკელებმა ამ საშინელებაშიც არავის დაუთმეს.

კორეის ომის დროს ჩრდილო კორეისა და ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს ტყვედ ჩაუვარდათ ამერიკელი პილოტი, ლეიტენანტი კენეთ ლ. ენოჩი (Kenneth L. Enoch), რომელმაც სხვა ტყვეებთან ერთად აღიარა, რომ აშშ-ის პილოტები, გაეროს ეგიდით წარმოებული საომარი მოქმედებების დროს იყენებდნენ ბაქტერიებსა და ბიოლოგიურ მასალებს საბრძოლო იარაღად. ენოჩის ხელწერილი 1952 წლის 9 აპრილითაა დათარიღებული. ამერიკელები ამ ინფორმაციის ნამდვილობას ათწლეულების განმავლობაში უარჰყოფდნენ, მაგრამ ბოლოს მოუწიათ სინამდვილის აღიარება – ჩუმად, შეპარვით, ისე, რომ მსოფლიოში დიდი ხმაური არ გამოიწვია ამ სენსაციამ. ასე, 2013 წელს გამოქვეყნდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (სი-აი-ეი) დოკუმენტები, რომლებიც ცხადჰყოფენ, რომ ენოჩისა და სხვა ამერიკელი პილოტების ჩვენებები სწორია, თუმცა ადრეულმა გამოძიებებმაც, როგორც 1997 წლის ბარტონის გამოძიებამ, იცოდნენ ამ სიმართლის შესახებ.

საშინელებაა, როდესაც ასეთი არაადამიანური “სტრატეგიული პარტნიორი” გმბრძანებლობს და ტურფა მთა-ველებს საფრთხეს უქმნის თავისი “ბიოლოგიური ლაბორატორიით”, მაგრამ რას ვიზამთ…

 

გულბაათ რცხილაძე