“ავტოინსპექტირების სფერო კომატოზურ მდგომარეობაშია” …

“საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოაციაციის“ პრეზიდენტის დავით მესხიშვილის განცხადებით, ავტოინსპექტირების სფერო კომატოზურ მდგომარეობაშია.

"ავტოინსპექტირების სფერო კომატოზურ მდგომარეობაშია" ...

მესხიშვილის განმარტებით, 2019 წელს ტექინსპექტირებაზე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 50% გამოცხადდა, მიმდინარე წელს კი ამ მაჩვენებელმა კიდევ 30%-ით დაიკლო, რაც „მიუთითებს იმაზე, რომ ეს რეფორმა მხოლოდ ფურცელზე რჩება“.

„პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ კომპანია „გრინვეისთან“ დაკავშირებული საკითხი, რაც სახელმწიფოს მხრიდან „გრინვეის“ უკავშირდება, ამ ბიზნესს და ამ სფეროს, როგორც რეფორმას და როგორც ევროდირექტივის დანერგვის პროცესს, ანგრევს და შლის, რადგან არათანაბარი გარემოა შექმნილი. ეს რომ ევროპულმა აკრედიტაციამ გაიგოს, აუცილებლად მოგვახვედრებს შავ სიაში, იმდენად უთანაბროა გარემო. ამ უთანაბრობის გამო, არ ხდება ჯანსაღი ინსპექტირება და ბევრი რამე არის მოშლილი. რაც ყველაზე მთავარია, ეკონომიკის სამინისტროს დაპირებები სამწუხაროდ არ სრულდება, ეს ეხებოდა ამ სერვისის მიწოდებას მთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის. მაგალითად, ხულოს მცხოვრები ინსპექტირებისთვის ბათუმში უნდა ჩავიდეს, ანუ იმის ნაცვლად, რომ შეღავათი გაეკეთებინათ ინსპექტირების დროს, გამოვიდა, რომ ეს მეტი ხარჯია რაიონების მოქალაქეებისთვის. როდესაც ვამბობ, რომ სფერო დგას კომატოზურ მდგომარეობაში, ვგულისმობ კიდევ ერთ რამეს, 2019 წელს რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 50% გამოცხადდა ტექინსპექტირებაზე და მიმდინარე წელს, ამ მაჩვენებლის კლება არის კიდევ 30%-ით და
რა თქმა უნდა, გამოდის, რომ ეს რეფორმა მხოლოდ ფურცელზე რჩება“ – განაცხადა დავით მესხიშვილმა “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში.

წყარო: autobild.ge