ჩინური “მერსედესი“ კონკურენტებზე იაფი აღმოჩნდა

ჩინური ბრენდი Hongqi, რომელიც ავტომობილებს ჩინეთის მმართველი ელიტისთვის აწარმოებს, ავრცელებს პრაის-ლისტს საფლაგმანო მოდელისთვის H9. ეს არის სრული ზომის მდიდრული სედანი რომელიც კომპანიის განცახდებით ჩინეთში 330 ათასი იუანი ეღირება, ეს კი მესამედით იაფია გერმანულ პრემიუმ კლასის ბიზნეს სედანებზე Mercedes-Benz E-კლასის (430 ათასი იუანიდან) და BMW 5-Series (427 ათასი იუანიდან).

ჩინური "მერსედესი“ კონკურენტებზე იაფი აღმოჩნდა

„ცხრიანი“ არის ყველაზე ძვირიანი და მდიდრული მოდელი ამ ბრენდის ხაზში. ამასთან სედანის გაყიდვები მოხდება არა მხოლოდ სახელწმიფო უწყებებისთვის არამედ მდიდარი კერძო პირებისთვისაც.

ავტომობილის პრემიერიდან მის სერიულ წარმოებამდე მხოლოდ 4 თვე გავიდა. Hongqi H9 წარმოდგენილია ოთხადგილიანი სალონით, რომელსაც აქვს მაღალი ხარისხის მდიდრული გაფორმება და უახლესი ტექნოლგიები. ავტომობილს უკანა ამძრაობა და 252 ძალიანი 2.0 ლიტრიანი ძრავი აქვს, მეორე ვარიანტად კი განიხილება 3,0 ლიტრიანი V6 272 ცხენის ძალით.

წყარო: autobild.ge