ქართული კომპანია მსოფლიოში საუკეთესო ოფისად დასახელდა – რა კონკურსში გაიმარჯვა შენობამ

ყავის კომპანიის „მეამას“ შენობა, მსოფლიოში საუკეთესო ოფისად დასახელდა. შენობამ არქიტექტურის კუთხით მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კონკურსის Architizer A+Awards-ს 2020 წლის სამ ნომინაციაში გაიმარჯვა. შენობა სწორედ ამ სამ ნომინაციაში იყო წარდგენილი.

ქართული კომპანია მსოფლიოში საუკეთესო ოფისად დასახელდა - რა კონკურსში გაიმარჯვა შენობამ

კატეგორიები, რომელშიც „მეამას“ შენობა იყო წარდგენილი, შემდეგია: საუკეთესო დაბალსართულიანი საოფისე სივრცე; ოფისის ინტერიერი და არქიტექტურა და ბეტონი.

შენობის პროექტის ავტორი არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა. სამშენებლო სამუშაოები კი კომპანია იუნიქს დეველოპმენტმა განახორციელა.

ცნობისთვის, Architizer A+Awards მსოფლიო არქიტექტურის კუთხით, ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში წლის საუკეთესო, მნიშვნელოვანი, საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურული პროექტების პოპულარიზაციას. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა, ონლაინ ხმის მიცემის საშუალებით ხდება.

წყარო: bpn.ge