უნდა გავერთიანდეთ, აღვიდგინოთ შელახული იმიჯი და საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ მომაკვდინებელ სატანიზმს!- თემურ მაკარიძე

ეროვნული ერთიანობის სათათბიროს თავმჯდომარე თეიმურაზ მაკარიძე სოციალურ ქსელში ქართული საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

უნდა გავერთიანდეთ, აღვიდგინოთ შელახული იმიჯი და საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ მომაკვდინებელ სატანიზმს!- თემურ მაკარიძე

ყურადღება!
მდიდარი და ჯანმრთელი საქართველო ღარიბი და ავადმყოფი გახადეს. მელასავით ნელ-ნელა შეაპარეს ხალხს ყველა ის უმსგავსოებები, რის შედეგებსაც ეხლა ვიმკით. ქართველი კაცი მართლმადიდებელი, ვაჟკაცი და მიმნდობია. ამით ისარგებლეს შინა და გარე მტრებმა და ურთიერთგარიგებისა და საკუთარი ინტერესების საფუძველზე ლამის ბოლო მოუღეს მთელ ქვეყანას. ქალი, ქალს არ გავს და კაცი, კაცს! ეს ყველას ტრაგედიაა.

ამ გაღატაკებულ მოსახლეობას სამათხოვროდ გაუხადეს საქმე, იმისათვის, რომ სამართავად ადვილი ყოფილიყო. ხალხიც ებმება დაგებულ ხაფანგში და რაც დრო გადის სულ იმის ძახილშია: დამეხმარე, მომეცი და მიშველეო. საქართველო დაემსგავსა მათხოვართა ქვეყანას.

ყველას ხელი აქვს გაშვერილი. აი, სადამდე დასცეს ქართველი კაცის ღირსება!!! “ბიძია” სოროსის ტელევიზიები კი, ამას წარმატებულად აჩვენებენ მთელს მსოფლიოს ქართველი ადამიანის შესარცხვენად და დასათრგუნად.

P.S. ჩემო ქართველებო! უნდა გავიჭირვოთ. უარი უნდა ვთქვათ ყოველნაირ დახმარებაზე. უნდა აღვიდგინოთ შელახული იმიჯი და საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ მომაკვდინებელ სატანიზმის!!! უნდა გავერთიანდეთ, რაც აუცილებელი პირობაა ერისა და ბერის გადარჩენისა.
დაგლოცოთ უფალმა და გაგაძლიეროთ.

წყარო