ჰამბურგის პოლიციამ რამდენიმე სექს-ფართი დაშალა!

ჰამბურგის პოლიციამ გასულ კვირაში რამდენიმე სექს-ფართი დაშალა. ერთ-ერთი მათგანი ქალაქის ბერგედორფის ნაწილში გაიმართა. მიუხედავად კორონავირუსის გამო მიღებული უმკაცრესი ზომებისა, აქ უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

ჰამბურგის პოლიციამ რამდენიმე სექს-ფართი დაშალა!

მათ Facebook-ის მეშვეობით მოახდინეს თვითორგანიზება და ქალაქის წყნარ ნაწილში შეხვდნენ ერთმანეთს, რათა სვინგერ-ფართი ეზეიმათ. ამისთვის თიფშტაკის სადგურზე შატლიც კი იყო გამოყოფილი, რომელსაც სტუმრები მოორფლეეტის მიდამოებში, ცარიელი შენობის ტერიტორიაზე უნდა მიეყვანა. პილიციისგან შესანიღბად შენობა გარედან სქელ ტილოში იყო გახვეული, რომელსაც პარალელურად ხმებიც უნდა ჩაეხშო.

როცა პოლიცია მივიდა, მოორფლეეტის სვინგერ-ფართიზე უკვე იყო გაჩაღებული ცეკვები და ორგიები. სამართალდამცავებმა ასეულობით მონაწილე დააპატიმრეს. სხვა სექს-ფართებს რაც შეეხება, რომლებიც ქალაქში კორონავირუსის პანდემიამდე დღეში ათეულობით იმართებოდა, მათგან ერთ-ერთი იყო სექს-ბუტიკის სარდაფში გამართული წვეულება რეეპერბანზე, სადაც ფეტიშ-ფართი იმართებოდა. აქ დაახლ. 65 ადამიანი იყო შეკრებილი.

როგორც პოლიცია იუწყება, სექს-ფართების მინაწილეები დაჯარიმდებიან.

წყარო: intermedia.ge